www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ასისტენტ მასწავლებელი
მომწოდებელი: ბრიტანულ-ქართული აკადემია
გამოქვეყნდა: 18 თებერვალი / განცხადების ვადა: 15 მარტი

"ბრიტანულ-ქართული აკადემია" აცხადებს ასისტენტ მასწავლებლის ვაკანსიას. აღნიშნული პოზიცია არის სრულ-განაკვეთიანი და იწყება 2021 წლის თებერვლიდან.

სამუშაოს აღწერა:

** ასისტენტ-მასწავლებლის თანამდებობის ძირითადი მიზანია მასწავლებლების აქტიური მხარდაჭერა სამუშაო პროცესში და მოსწავლეთა აკადემიურ და სოციალურ განვითარებაზე ზრუნვა, ასევე მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
** მოსწავლეთა მომზადება საგაკვეთილო პროცესისთვის და მასწავლებლებთან აქტიური თანამშრომლობა გაკვეთილის წარმართვის პროცესში;
** მუდმივი კომუნიკაციისაა და უკუკავშირის უზრუნველყოფა კლასის კოორდინატორთან.
** პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა; მოსწავლეებთან თბილი და მზრუნველი ურთიერთობების დამყარება;
** მშობლებთან რეგულარული კომუნიკაცია სასწავლო პროცესის ორგანიზაციული საკითხების, მოსწავლეთა საჭიროებებისა და სხვა საკითხების შესახებ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება შესაბამის დარგში;
** ასისტენტად/ მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება;
** კლასის მართვისა და სწავლების თანამედროვე მეთოდების ცოდნა
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა სასურველია.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ ფოსტაზე: bga@bga.ge არაუგვიანეს 2021 წლის 15 მარტისა. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ "ასისტენტ მასწავლებელი".

გასაუბრებაზე დაბარებულნი იქნებიან მხოლოდ შესაბამისი კვალიფიკაციის და უნარების კანდიდატები.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |