www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ზეინკალ-მილგამყვანი/სანტექნიკოსი
მომწოდებელი: სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 18 თებერვალი / განცხადების ვადა: 18 მარტი

სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა", აცხადებს ვაკანსიას ზეინკალ-მილგამყვანის (სანტექნიკოსი) პოზიციაზე - პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით.

კატეგორია: ტექნიკური სამუშაოები;
ანაზღაურება: 700 დან 900 ლარამდე დარიცხული ხელფასი (პროფესიული უნარების და სამუშაო გამოცდილების შესაბამისად);
მდებარეობა: ქ. თბილისი.

ორგანიზაცია ეძებს მოტივირებულ თანამშრომელს, რომელსაც ექნება შესაძლებლობა თავისი ცოდნა და გამოცდილება გამოიყენოს ეროვნული სამხედრო, სამრეწველო კომპლექსის განვითარების საქმეში მიღების შემთხვევაში თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება კორპორატიული დაზღვევით.

სამუშაოს დახასიათება:

** იოლი სამუშაოების ჩატარება ცენტრალური გათბობის სისტემების, წყალმომარაგების, კანალიზაციის, გაზით მომარაგების და სანიაღვრე კანალიზაციის წყალმიმღებების მონტაჟის დროს;
** მილების, ფიტინგების, ფასონური ნაწილების, არმატურისა და სამაგრი საშუალებების დახარისხება;
** პოლიპროპილენის მილების გადაბმა,
** შუასადებების დამზადება ზომების მიხედვით და მათი დაყენება;
** ქანჩებისა და ჭანჭიკების ხრახნების მორგება, მათი დაკომპლექტება;
** საჭდების დამზადება;
** დამხმარე მასალების მომზადება;
** მილსადენის გადასახსნელის წინაქანჩთან დაკომპლექტება, ქანჩების ჭანჭიკებთან დაკომპლექტება;
** დამცავი საცობების და სახშობების დაყენება და მოხსნა მილებზე;
** მილგაყვანილობის ცალკეული კვანძების დაშლა;
** ჩასარეცხი ავზაკების რეგულირება;
** სანიტარულ-ტექნიკური მოწყობილობების, მილების და სხვა დეტალების ტრანსპორტირება;
** კონსტრუქციებში ხვრელის გაბურღვა ან განგრევა;
** სანტექნიკური მოწყობილობების და მილების სამაგრების დაყენება და დამაგრება.

სამუშაოს მაგალითები:

** სანტექნიკური უთოთი მუშაობა, საკანალიზაციო სისტემის მოწყობა, საკანალიზაციო ჭის მოწყობა;
** სასმელი წყლის და კანალიზაციის მილების გასაყვანად და მილების დაზიანების ადგილის საპოვნელად მიწის სამუშაოების შესრულება;
** ხის, აგურის და ბეტონის კედელში ხვრელების გაბურღვა, განგრევა მილების გასაყვანად;
** სანტექნიკური მოწყობილობების და მილების სამაგრების დაყენება და დამაგრება;
** დაზიანებულ მილზე ცალუღის დაყენება;
** შემრევის, ვენტილის და ონკანის შუასადების დამზადება და გამოცვლა;
** კანალიზაციის მილების აწყობა;
** ონკანების გამოცვლა;
** მწყობრიდან გამოსული მარტივი სანიტარულ ტექნიკური მოწყობილობების გამოცვლა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

უნდა ქონდეს:

** საშუალო განათლება, სასურველია პროფესიული განათლება;
** შესაბამის სფეროში 1 წლამდე სამუშაო გამოცდილება.

უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** დამოუკიდებელი მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** კომპლექსური აზროვნება
** დროის ეფექტიანი მართვის უნარი
** ხარისხზე ორიენტირება
** პროდუქტიულობა
** საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება ზეინკალ-მილგამყვანის (სანტექნიკოსი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |