შპს "მედ თრეიდერი" აცხადებს ვაკანსიას ნეიროქირურგიული იმპლანტების და ინვენტარის შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** არსებული პროდუქციის მარაგების კონტროლი და დროული შევსება;
** ახალი პროდუქტის უცხო ბაზრიდან მუდმივი მოძიება კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე;
** უცხოელ მომწოდებლებთან დაკავშირება და მათთან მოლაპარაკების წარმოება, ხელშეკრულებების და მიწოდების პირობების შეთანხმება;
** იმპორტის პროცესში შესაბამისი გადამზიდი კომპანიების მოძიება და ლოჯისტიკური პროცესის უზრუნველყოფა;
** შესყიდვის პროცესში ყველა საჭირო დოკუმენტაციის წარმოება საქართველოს საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისად.;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ამოცანების შესრულება.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სამედიცინო მიმართულებით (სასურველია ნეიროქირურგიის განხრით)
** შესაბამის პოზიციაზე (სამედიცინო შესყიდვების მენეჯერი) მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
** დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი, ინფორმაციის გამართულად გადაცემის უნარი;
** კომუნიკაციის, გუნდური მუშაობის უნარი;
** ლოგიკური აზროვნების უნარი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე info@medtrader.ge
და გთხოვთ, Subject-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ნეიროქირურგიული იმპლანტების და ინვენტარის შესყიდვების მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის/სტაჟირების ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით უფლებას გვაძლევთ აღნიშნული მონაცემები შევინახოთ ბაზაში არაუმეტეს 2021 წლის 31 დეკემბრამდე. აღნიშნული ინფორმაციის ბაზაში შენახვა ხდება მისი სათანადო ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში ხელთავიდან განხილვის მიზნით.