www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კოსმეტიკური და მოვლის საშუალებების კონსულტანტი
მომწოდებელი: ავერსი
გამოქვეყნდა: 18 თებერვალი / განცხადების ვადა: 12 მარტი

კომპანია "ავერსი" აცხადებს ვაკანსიას კოსმეტიკური და მოვლის საშუალებების კონსულტანტის პოზიციაზე ქ. თბილისში.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** სასურველია მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება გაყიდვების ან მომსახურების სფეროში;
** სასურველია მუშაობის გამოცდილება შესაბამის სფეროში (პარაფარმაცია, კოსმეტიკური და მოვლის საშუალებები, ბავშვთა კვება)
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ფლობა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა
** კომუნიკაბელურობა, გამართული მეტყველება, პრეზენტაციის უნარი
** პუნქტუალურობა, მიზანდასახულობა, თვითგანვითარებისაკენ სწრაფვა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV (სასურველია შეავსოთ ჩვენი სააპლიკაციო ფორმა: http://www.aversi.ge/online.php) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@aversi.ge (გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება).

ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1575); 291 02 38.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 12.03.2021.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |