სასტუმრო "Magnika Resort & Spa" აცხადებს ვაკანსიას გენერალური მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: შეკვეთილი
ფუნქციები და მოვალეობები:
** ეფექტური მართვა და ოპერირება;
** ბიუჯეტის შედგენა და მართვა;
** მარკეტინგული და გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება;
** სტუმრების მომსახურების მაღალი ხარისხით უზრუნველყოფა;
** სამუშაო პერსონალის მართვა,
** სასტუმროსთვის და რესტორნისთვის შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე პერსონალის შერჩევა;
** საოპერაციო სტანდარტების შემუშავება და დანერგვა;
** სასტუმროს პოპულარიზაცია, სარეალიზაციო არხების იდენტიფიცირება და მართვა;
** არსებული პროდუქტების/სერვისების ხარისხის კონტროლი და ახალი პროდუქტების/სერვისების დანერგვა;
** უსაფრთხოების და ჰიგიენური სტანდარტების მართვა და მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** სასტუმროს ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება
** მინ 3 წლიანი გამოცდილება სასტუმროს მენეჯერის/გენერალური მენეჯერის პოზიციაზე;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** საჭირო კომპიუტერული პროგრამები: MS Office.
პერსონალური უნარ-ჩვევები:
** პერსონალის მართვის უნარი, კომუნიკაბელურობა
** რესურსების ეფექტური გამოყენება, შედეგზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის მქონე, ორგანიზებული.
** მოლაპარაკების უნარი, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე;
** პრეზენტაციის უნარი;
** დროის მართვის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** დაქვემდებარებული პერსონალის მართვის უნარი;
** რამდენიმე პროექტის ერთდროულად და ეფექტურად წარმართვის უნარი.
კანდიდატების შერჩევა წარმოებს გასაუბრების საფუძველზე.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@medi.ge 2021 წლის 18 მარტამდე, ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე (CV) არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!