www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ნედლეულის შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ქართული აგრო სახლი
გამოქვეყნდა: 19 თებერვალი / განცხადების ვადა: 4 მარტი

კომპანია "ქართული აგრო სახლი" აცხადებს ვაკანსიას ნედლეულის შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, თბილისში.

ვეძებთ კომერციულ საქმიანობაში გამოცდილ ადამიანს, რომელსაც კარგად შეუძლია შესყიდვის პროცესის მართვა, მოლაპარაკებების წარმოება, საქმიანი ურთიერთობების დალაგება, არასტანდარტულ გარემოში ადაპტაცია და ამით კომპანიისთვის საჭირო შედეგის მიღწევა. კადრის მოვალეობაში შევა აგრარულ ბაზრებში, საბითუმო გაყიდვის წერტილებში, ფერმერებთან, იმპორტიორ კომპანიებთან და ხილისა და ბოსტნეულის სფეროში მოღვაწე ყველა სხვა კომპანიებთან კონტაქტი და საქმიანი ურთიერთობის წარმოება. ასევე, ბოსტნეულისა და ხილის საბითუმოდ შესყიდვა.

სამუშაო გრაფიკი - კვირაში 40 სთ, დასვენების დღე - კვირა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

ნედლეულის შესყიდვა:

** საბითუმო ბაზრებში, ფერმერებსა და სხვა მომწოდებლებთან საჭირო ნედლეულის (ახალი ხილ-ბოსტნეულის) უშუალო მოძიება და შესყიდვა;
** ნედლეულის მოწოდების ყველა პოტენციური არხის მიკვლევა, გამოკვლევა და ანალიზი;
** მომწოდებლებთან საჭირო დოკუმენტაციის გაფორმება;
** ნედლეულის ხარისხის, ფასის, მოწოდების სტაბილურობის და კომერციული პირობების შეთანხმება მომწოდებელთან;
** შესყიდული ნედლეულის მოწოდების კოორდინაცია შესაბამის სამსახურებთან;
** პროდუქციის გასაყიდი ფასებისა და შესასყიდი ფასების მუდმივი მონიტორინგი და შედარება;
** ბაზარზე არსებული ყოველდღიური შესასყიდი ფასების აღრიცხვა და რეპორტინგი;
** ბაზარზე არსებული სიახლეების გაცნობა, შეფასება და შესაბამის სამსახურებთან რეპორტინგი.

საჭირო კვალიფიკაცია, პიროვნული თვისებები & უნარები:

** უმაღლესი აკადემიური განათლება;
** აუცილებელია მუშაობის 2-3 წლიანი გამოცდილება, სასურველია კვების პროდუქტების ან FMCG სფეროში;
** "B" კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა;
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა. რუსული ენის ცოდნა;
** მოლაპარაკებების უნარი
** სავალდებულოა გუნდურად მუშაობისთვის მზაობა და კოლეგიალობის დაცვა;
** პუნქტუალობა, ოპერატიულობა და ორგანიზებულობა;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** დაგეგმვისა და მონიტორინგის უნარი;
** წერილობითი კომუნიკაციის და ანგარიშების მომზადების უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV 2021 წლის 4 მარტის ჩათვლით, შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: hr@gah.ge

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ნედლეულის შესყიდვების მენეჯერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |