სადისტრიბუციო კომპანია შპს "ჯეოსტარი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის თანამდებობაზე თბილისში (შესაძლებელია იყოს 3-4 კურსის სტუდენტი).
ოფისის მენეჯერის ძირითადი მოვალეობებია:
** შემოსული ზარების, ინფორმაციის და საბუთების გადამუშავება და აღრიცხვა;
** გასული და შემოსული წერილების თარგმნა;
** კომუნიკაცია კომპანიის პერსონალთან;
** მოსული სტუმრების დახვედრა და დაკვალიანება;
** მივლინებისთვის აუცილებელი სამუშაოების ჩატარება ინფორმაციის მოგროვება და დამუშავება.
ოფისის მენეჯერისთვის სავალდებულოა:
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების Word, Excel, PowerPoint ფლობა.
ოფისის მენეჯერისთვის საჭირო პიროვნული უნარები:
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სიზუსტე.
სამუშაო გრაფიკი: სრული
თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@geostar.ge
არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებებს!