www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების ჯგუფის უფროსი
მომწოდებელი: ბენე ექსკლუზივი
გამოქვეყნდა: 22 თებერვალი / განცხადების ვადა: 22 მარტი

კომპანია "ბენე ექსკლუზივი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ჯგუფის უფროსის პოზიციაზე.

ფუნქცია მოვალეობები:

** გაყიდვების ჯგუფისთვის გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და ამ სტრატეგიის შესრულების უზრუნველყოფა;
** ბაზრის შესწავლა, კონკურენტების ანალიზი და არსებული ტენდენციების რეგულარული დადგენა;
** მომხმარებლის მოთხოვნის იდენტიფიცირება და მოთხოვნის შესაბამისად დამუშავება;
** კომპანიის მნიშვნელოვან კლიენტებთან და მომწოდებლებთან კომპლექსური მოლაპარაკებების წარმოება;
** არსებულ კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაცია გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნების მიზნით;
** დაქვემდებარებული ჯგუფის მართვა და კოორდინაცია: ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა, პრიორიტეტების განსაზღვრა, გეგმების შესრულების და მუშაობის ხარისხის კონტროლი, ახალი სტანდარტების მიწოდება, დანერგვა, შეფასება და შემდგომი განვითარების დაგეგმვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება სასურველია ჰოსფითალითი მიმართულებით;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა B2 დონეზე;
** MS Office სამომხმარებლო დონეზე ფლობა;

პიროვნული თვისებები:

** მოლაპარაკების ეფექტურად წარმართვის უნარი;
** პრეზენტაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@bene-exclusive.com და გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |