www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: IOS დეველოპერი
მომწოდებელი: eMoney
გამოქვეყნდა: 22 თებერვალი / განცხადების ვადა: 22 მარტი

eMoney -ს გუნდი ეძებს iOS-დეველოპერს.

თუ შენ:

** ხარ მოტივირებული და ენერგიული;
** გიყვარს პრობლემების იდენტიფიცირება და მოგვარება, ახალი ორიგინალური გადაწყვეტების გზით;
** კარგად იცნობ iOS ის არქიტექტურას და მის Pattern-ებს
** კარგად ფლობ Swift-ს;
** გაქვს გამოცდილება iOS native framework-ებთან როგორიცაა UIKit, Foundation, Core Location, Core Animation და სხვები;
** გაქვს გამოცდილება Non native iOS-ს 3d party ბიბლიოთეკებთან;
** გაქვს გამოცდილება offline storage-თან, threading-თან და performance tuning-თან;
** გქონია გამოცდილება RESTFUL API-სთან მუშაობის და დაგიკავშირებია აპლიკაცია back-end სერვისებთან;
** გაქვს ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების (oop) გამოციდლება;
** გაქვს ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი;
** მზად ხარ სიახლეეებისთვის, ახალი პროექტებისთვის და გამოწვევებისთვის;

რას გააკეთებ?

** მიიღებ მონაწილეობას ახალ და ინოვაციური ბიზნესს პროდუქტებისა და ტექნიკური გადაწყვეტილებების შექმნასა და მხარდაჭერის უზრუნველყოფაში;
** გააკეთებ 3-rd Party API-ებთან იტეგრაციას;
** შექმნილ პროდუქტებს განათავსებ App Store-ზე.

სასურველია:

იცოდე ფრეიმვორკები როგორიცაა Scrum და Kanban;
Unit ტესტების წერის გამოცდილება;
გამოცდილება ასინქრონულ პროგრამირებაში.

რა დაგხვდება ჩვენთან:

** გუნდი, სადაც თავს იგრძნობ კომფორტულად;
** ყველა რესურსი იმისათვის, რათა აკეთო საყვარელი საქმე და განვითარდე სწრაფად;
** გარემო სადაც იქნები თავისუფალი;

"eMoney.ge" პირველი და უმსხვილესი ქართული მულტისავალუტო ელექტრონული საფულეა, რომლის გამოყენებაც მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეგიძლია. ჩვენი მიზანი მომხმარებლისთვის ცხოვრების გამარტივებაა, რასაც მათთვის გადახდების სწრაფი, კომფორტული და დაცული ალტერნატივის შეთავაზებით უზრუნველვყოფთ.

"MyCoins.ge" არის "eMoney"-ის შვილობილი კომპანია, რომელიც სპეციალურად კრიპტოვალუტის მომხმარებლებისთვის შეიქმნა. ის მოქნილი და დაცული ვებგვერდია, რომელიც კრიპტომოყვარულებს პოპულარულ კრიპტოვალუტების სერვისებს სთავაზობს.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე ელფოსტაზე: hr@emoney.ge და მიუთითე "iOS დეველოპერი".

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |