"საქართველოს კარიტასი" აცხადებს ვაკანსიას პედაგოგის/მანიკური/პედიკიურის სპეციალისტის პოზიციაზე.
მომსახურება/პროექტი: ბავშვთა დღის ცენტრი/მშობელთა მხარდაჭერის პროგრამა
დასაქმების ტიპი: 40% სამუშაო განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: 8 საათი (10:00 დან-18:00 საათამდე კვირაში ორი დღე )
დაწყების თარიღი: 01.03.2021
ვაკანსია ღიაა: ყველა დაინტერესებული პირისთვის
ხანგრძლივობა: გრძელვადიანი, სამთვიანი გამოსაცდელი ვადის პირობით;
ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო
სამუშაო მიზანი: სოციალურად დაუცველი ბავშვების რეაბილიტაციის და სოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობა.
ძირითადი მოვალეობები:
** სამუშაო განრიგის მიხედვით გათვალისწინებულ საათებში ბავშვთა დღის ცენტრის მშობლებს შეასწავლის მანიკურსა და პედიკიურის გაკეთებას;
** აწარმოებს ხელსაწყოების სტერილიზაციას საჭიროებისამებრ;
** პასუხს აგებს გამოყენებული ხელსაწყოების უსაფრთხოებაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** პროფესიული განათლება (მანიკურისა და პედიკიურის სპეციალისტი);
** სოციალურად დაუცველ ჯგუფებთან ურთიერთობის გამოცდილება;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარ-ჩვევები, კრიზისული სიტუაციების მართვის გამოცდილება;
** კომუნიკაციის კარგი უნარები, გუნდში მუშაობის გამოცდილება;
** წერითი და ანალიტიკური უნარები.
განაცხადის შეტანა:
სათანადო კვალიფიკაციას მქონე კანდიდატებს ეძლევათ საშუალება გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი ელ. მისამართზე: nana.kukhalashvili@caritas.ge. გთხოვთ, დანიშნულებაში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი პოზიცია.
"საქართველოს კარიტასი" მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს, თუმცა დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 26.02.2021
ორგანიზაციის შესახებ: საქართველოს კარიტასი არის კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაარსდა 1994 წლის 3 ნოემბერს. "საქართველოს კარიტასის" მისია არის უპოვართა დახმარება, გულმოწყალების და სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში.
მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://www.caritas.ge; https://www.facebook.com/CaritasGeorgiaSakartvelo;