www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შეფ-მზარეული
მომწოდებელი: სასტუმრო რადისონ ბლუ
გამოქვეყნდა: 22 თებერვალი / განცხადების ვადა: 7 მარტი

სასტუმრო "რადისონ ბლუ ბათუმი" აცხადებს ვაკანსიას შეფ-მზარეულის პოზიციაზე.

გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა? შეგიძლიათ აკეთოთ ყველაფერი მხიარულად და სწრაფად ? თუ ფიქრობთ რომ, დიახ მე შემიძლია! მაშინ შენი ადგილი არის აქ, სასტუმრო რადისონ ბლუ ბათუმის გუნდში! ჩვენ ვეძებთ სწორედ თქვენნაირ გუნდის წევრებს.

სასტუმრო რადისონ ბლუ ბათუმში ყველანი ვართ ერთი დიდი გუნდი და ყოველთვის ვცდილობთ შევქმანთ უფრო მეტი დაუვიწყარი წუთი სტუმრებისთვის და ჩვენი გუნდის წევრებისთვის, ჩვენ ვეძებთ გუნდის წევრს რომელსაც შეუძლია ღიმილით, თბილი მისალმებით და მაღალი სერვისით სტუმრებისთვის შექმნას უფრო მეტი დაუვიწყარი წუთები ჩვენს სასტუმროში.

სამუშაო ადგილი: ბათუმი
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 40 საათი

პოზიციის ძირითადი მისია:

შეფ-მზარეული პასუხისმგებელი იქნება სამზარეულოს დეპარტამენტის სტრატეგიულ ინიციატივებზე, ის უნდა იყოს მუდმივად დაინტერესებული ბიზნესის გაფართოებით და საკუთარი თავის განვითარებით. შეფ მზარეული რომელსაც ჩვენ ვეძებთ უნდა იყოს გუნდური, აქტიური და ანალიტიკური.

პოზიციის როლი და პასუხისმგებლობა:

** უზრუნველყოს სამზარეულოს დეპარტამენტის შეუფერხებელი ფუნქციონირება.
** იზიარებს კომპანიის კულტურას და გუნდის ეფექტურად მართვით მუდმივად ცდილობს კომპანიის კულტურისა და ღირებულებების პოპულარიზაცის.
** მუდმივად ორიენტირებულია ასწავლოს და განავითაროს სამზარეულოს დეპარტამენტის თანამშრომლების უნარ ჩვევები
** პროაქტიულად მუშაობს სტუმრების კმაყოფილებისა და კომფორტის მაქსიმალურად გაზრდის მიზნით.
** შეიმუშავებს და ახორციელებს სტრატეგიებს, სადაც გამოვლენილია სამზარეულოს ძირითადი საზომები, ხდება მათი კომუნიკაცია და სწორად მიწოდება.
** აქტიურად მუშაობს და ჩართულია სასტუმროს რესტორნების მენიუების შემუშავებაში.
** პასუხისმგებელია ბიუჯეტზე და დეპარტამენტის ხარჯებისა და ინვენტარის სწორად გამოყენებაზე.
** პასუხისმგებელია სასტუმროში მიღებული პროდუქტების ხარისხზე და სწორად გამოყენებაზე.
** მუდმივად უზრუნველყოფს მომზადებული და გაყიდული კერძების ზუსტი კალკულაციების კონტროლს.
** პასუხისმგებლების საკვების სანიტარული სისტემის სტანდარტებთან შესაბამისობაზე

ძირითადი მოთხოვნები და უნარები:

** 4 წლიანი გამოცდილება შეფ-მზარეული ან სუ შეფის პოზიციაზე, იდეალურია სასტუმროს გარემოში.
** Hasap_ის სტანდარტების ცოდნა
** პროფესიული განათლება კულინარიის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად
** კრეატიული აზროვნება
** ენერგიული
** დეტალებზე ორიენტირებული
** ცვალებად გარემოში სწრაფად ადაპტაციის უნარი
** გუნდი მართვის უნარი
** კომუნიკაბელურობა
** პრიორიტეტების განსაზღვრის შესაძლებლობა

თუ დაგაინტერესათ ჩვენმა ვაკანსიამ და აკმაყოფილებ ჩვენს ძირითად მოთხოვნებს მაშინ ჩვენ შეგვიძლია ერთად შევქმნათ ყოველი წუთი დაუვიწყარი ჩვენი სტუმრებისთვის და გუნდის წევრებისთვის! გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.batumi@radissonblu.com და გთხოვთ, საგნის ხაზში მიუთითოთ პოზიციის სათაური( შეფ-მზარეული) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 07 მარტი.

გაითვალისწინეთ დაკავშირება მოხდება მხოლოს შერჩეულ კანდიდატებთან.

სასტუმრო რადისონ ბლუ, ბათუმი არის თანაბარი შესაძლებლობები დამსაქმებელი, რომელიც ცდილობს მრავალფეროვანი სამუშაო ძალის დაქირავებასა და ინკლუზიური კულტურის შენარჩუნებას, ჩვენი გუნდი არ ახდენს დისკრიმინაციას რასის, აღმსარებლობის, სქესის, ვეტერანთა სტატუსის ან ადგილობრივი კანონმდებლობით დაცული სხვა უმცირესობების შერჩევის პროცესში.

გაიგეთ მეტი ჩვენი სასტუმროს შესახებ, ეწვიეთ ჩვენს ვებ გვერდებს:https://www.radissonblu.com/en/hotel-batumi | https://www.facebook.com/Radisson.Blu.Hotel.Batumi/



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |