www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტრენერების ტრენინგი
მომწოდებელი: კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი
გამოქვეყნდა: 22 თებერვალი / განცხადების ვადა: 22 მარტი

ტრენერების ტრენინგი (TOT)

ტრენინგის თარიღი: 15-18 მარტი, 2021
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 12 მარტი
ტრენინგის ხანგრძლივობა: 4 დღე - 3.5 საათი, 10:00-13:30
ტრენინგის ღირებულება: 125 ლარი

სწავლების ფორმატი:

ონლაინ ZOOM პლატფორმის გამოყენებით: https://us02web.zoom.us/j/82646379900

გადახდის პირობები:

ტრენინგში მონაწილეობის საფასურის გადახდა ხდება წინსწრებით, უნაღდო ანგარიშსწორებით, ინვოისის საფუძველზე. ტრენინგის დასრულების შემდეგ გაიცემა კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის ელექტრონული სერტიფიკატი

სასწავლო მიზნები:

** გაიუმჯობესებთ პრეზენტაციისა და ფასილიტაციის უნარ-ჩვევებს;
** შეიძენთ დამატებით გამოცდილებას ტრენინგის დიზაინში;
** გაეცნობით ზრდასრულთა სწავლების პრინციპებს და მათი გამოყენების გზებს ტრენინგის ციკლის სხვადასხვა საფეხურზე;
** გაეცნობით ახალ იდეებს და მიიღებთ რჩევებს პროფესიონალებისაგან;
** მოგეცემათ გამოცდილებისა და ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობა;
** ხელთ გექნებათ სამოქმედო გეგმა თქვენი საქმიანობის გასაუმჯობესებლად.

კურსის ძირითადი თემები:

** ტრენინგის ციკლი
** ტრენინგის საჭიროებათა ანალიზი
** ტრენინგის მიზნები
** ზრდასრულთა სწავლების პრინციპები
** ტრენინგის დიზაინი
** ტრენინგის მეთოდები
** სესიის დიზაინი

ფასილიტაციის უნარები:

** კითხვების დასმა
** აქტიური მოსმენა და პარაფრაზირება
** ბრეინსტორმინგი და ასოციაციური რუქების შექმნა
** ეფექტური პრეზენტაცია
** უკუკავშირი
** ჯგუფის დინამიკა
** ინდივიდუალური სამოქმედო გეგმები
** ვისთვის არის განკუთვნილი მოცემული კურსი

კურსი საინტერესო იქნება მათთვის, ვინც ხშირად ან პერიოდულად, დაკავებულია ზრდასრულთა განათლებით არასამთავრობო, საზოგადოებრივ ან ბიზნეს სექტორში.

ტრენერებისთვის, ფასილიტატორებისათვის ან მოდერატორებისათვის, ვისაც სურს დახვეწოს საკუთარი უნარ-ჩვევები და სურს შექმნას ტრენინგ-პროგრამები ზრდასრულთა სწავლების პრინციპების გათვალისწინებით.

ტრენინგის საფასური მოიცავს სასწავლო მასალებს.

ბონუსი: სურვილის შემთხვევაში, მიიღებთ ინდივიდუალურ კონსულტაციას

ტრენინგზე დასარეგისტრირებლად ეწვიეთ ბმულს: https://forms.gle/1Ja6jSF6X5MTfqH96

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 595222301
მოგვწერეთ: thea.kekelia@ctc.org.ge

განაცხადი:

CTC იტოვებს უფლებას, რომ შესაბამის ვითარებაში გააუქმოს ან გადაიტანოს ტრენინგი ეფექტურობის მოსაზრებებიდან გამომდინარე. ასეთ შემთხვევაში უკვე დარეგისტრირებული მონაწილებს შევატყობინეთ ცვლილების შესახებ და ისინი ავტომატურად მიიჩნევიან ჩაწერილად შემდეგ უახლოეს კურსზე, ან- მოხდება მათთვის ტრენინგის გადასახადის სრული ანაზღაურება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |