www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ელექტრონული პროდუქტების მენეჯერი
მომწოდებელი: ოპპა
გამოქვეყნდა: 22 თებერვალი / განცხადების ვადა: 22 მარტი

სს "ოპპა" (ყოფილი სს "ნოვა ტექნოლოჯი") ფინანსურ-ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით ოპერირებს. კომპანია ფლობს ელექტრონულ საფულეს http://www.oppa.ge და PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებს. ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის გარშემო 300 - ზე მეტი თანამშრომელი ერთიანდება. უახლესი ტექნოლოგიები, სისწრაფე და ხარისხი კომპანიის მთავარი ღირებულებებია. შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად!

სს "ოპპა" აცხადებს ვაკანსიას ელექტრონული პროდუქტების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
პოზიციის მიზანი: პოზიციის მიზანია კომპანიის ელექტრონული პროდუქტების მართვა და საპორტის მენეჯმენტი.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** კომპანიის ელექტრონული პროდუქტების (PayBox-ების პროგრამული უზრუნველყოფა;
** ელექტრონული საფულე www.oppa.ge და საფულის მობილური აპლიკაცია) მხარდაჭერა და მართვა;
** კომპანიის ელექტრონული პროდუქტებისა და არსებული ბაზრის მუდმივი მონიტორინგი;
** ელექტრონული პროდუქტების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** პროგრამულ სამსახურთან და სხვა შესაბამის რგოლებთან მუდივი ურთიერთობა პროდუქტების სრულყოფილი მუშაობის უზრუნველსაყოფად;
** ელექტრონული პროდუქტების განვითარებაში მუდმივი ჩართულობა;
** ელექტრონულ პროდუქტებთან დაკავშირებული პროექტების მართვა;
** პროდუქტებთან დაკავშირებული რეპორტინგი და მონაცემების მუდმიმვი ანალიზი;
** მასზე დაკისრებული სხვა მოვალეობების შესრულება.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** IT პროექტების მენეჯმენტის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა.

უნარები:

** დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მართვის უნარი;
** მოტივირებული.

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი.
** იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
** განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე career@oppa.ge; გთხოვთ სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"- მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |