www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: HoReCa სავაჭრო წარმომადგენელი
მომწოდებელი: შარმ ტრეიდინგი
გამოქვეყნდა: 12 მარტი / განცხადების ვადა: 11 აპრილი

"შარმ ტრეიდინგი" გახლავთ წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 1998 წელს და მას შემდეგ ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს. "შარმ ტრეიდინგი" ახორციელებს მსოფლიო წამყვანი ბრენდების ექსკლუზიური დისტრიბუციას საქართველოსა და სომხეთში (Rexona, Axe, Clear, Domestos, Lipton, Calve, Algida, Persil, Perwoll, Palette, Gliss Kur, Syoss, Fa, Selpak, Colgate, Freken Bok, Tchibo, Libero, Libresse, Carlsberg, Friso და სხვა).

ჩვენ გვჭირდება ნიჭიერი, ერთგული, ენთუზიაზმით სავსე, ენერგიული, შრომისმოყვარე კადრები, რომლებსაც მოსწონთ და იზიარებენ გუნდური მუშაობის პრინციპს, სურთ განავითარონ თავიანთი კარიერა და ჩამოყალიბდნენ მაღალი დონის პროფესიონალებად.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: http://www.sharm.ge

კომპანია "შარმ ტრეიდინგი" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო წარმომადგენლის პოზიციაზე HoReCa-ს (Hotel, Restaurant, Cafe) განყოფილებაში, "Algida"-ს ბრენდზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)

ფუნქცია-მოვალეობები:

** HoReCa-ს ქსელში პროდუქციის გაცნობა და რეალიზება
** შეკვეთების მიღება და გაფორმება
** სავაჭრო ობიექტების დავალიანებების მუდმივი შემოწმება და შესაბამისი თანხების ამოღება/აღრიცხვა დადგენილ ვადებში
** პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა/ცოდნა
** დაგეგმილი მიზნების მიღწევა
** რეპორტინგი გაწეული საქმიანობის შესახებ

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია)
** სასურველია ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
** სასურველია სამუშაო გამოცდილება HoReCa-ს ქსელში
** მართვის მოწმობა B კატეგორია (აუცილებელი მოთხოვნა)

დამატებითი უნარები:

** კომუნიკაბელური
** ზეპირი კომუნიკაციის კარგი უნარი
** მიზანდასახული
** ენერგიული
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება
** პრეზენტაციის უნარი
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის დასაწყებად აუცილებელია საკუთარი მსუბუქი ავტომობილი (კომპანია უზრუნველყოფს სამუშაოსთვის საჭირო საწვავს და ავტომობილის ცვეთის ხარჯს)

ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრეინინგებს, კარიერულ ზრდას, მზარდ შრომით ანაზღაურებას. ჩვენი თანამშრომლები უზრუნველყოფილნი არიან ჯანმრთელობის დაზღვევით და სამსახურეობრივი მოვალეობების შესასრულებლად საჭირო ყველა დამატებითი რესურსით.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@sharmtrading.ge, სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "სავაჭრო წარმომადგენელი HoReCa".

სადისტრიბუციო კომპანია "შარმ ტრეიდინგ"-ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "შარმ ტრეიდინგ"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

"შარმ ტრეიდინგი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |