საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS office).
მოვალეობები:
** სამუშაო ადგილის წესრიგში მოყვანა (პარკების, ჩეკების და სიგარეტების დაგალება);
** სავაჭრო ობიექტის მენეჯერისგან ხურდის მიღება;
** მომხმარებელთან ურთიერთობა;
** პროდუქციის სწორად განლაგება კომპანიაში არსებული და წინასწარ განსაზღვრული "მერჩენდაიზინგის ძირითადი პირნციპების" შესაბამისად;
** დარბაზში არსებული პროდუქციის ვადების კონტროლი, ვადაგასული და დაზიანებული პროდუქციის თაროდან მოხსნა;
** პროდუქციაზე ფასმაჩვენებლების სწორად და დროულად განთავსება;
** სავაჭრო ობიექტის შიდა ტერიტორიის სისუფთავის უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში სავაჭრო ობიექტის შიდა ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;
** დარბაზში განლაგებული თაროების სისუფთავის უზრუნველყოფა;
** დისტრიბუციის მიერ მოწოდებული პროდუქციის კოდების მიხედვით დათვლა და დასაწყობებამდე ვადების კონტროლი;
** სამუშაო დღის ბოლოს ადმინისტრატორთან და/ან მაღაზიის მენეჯერთან ერთად სალაროს გასწორება;
** სამუშაო დღის ბოლოს სიგარეტების ბოქსის შევსება.
შემოუერთდი ჩვენს გუნდს, გადმოაგზავნე შენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: ninokhurodze@gmail.com; სათაურის ველში მიუთითეთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზუმეს "მოლარე-კონსულტანტი"
გაცნობებთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.