შპს "ზოდი პლიუსი" ქართულ ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს. კომპანიის ძირითადი მიმართულებებია ბუნებრივი ქვების, შიდა და გარე კარის, სარემონტო-მოსაპირკეთებელი მასალების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია.
"ზოდი" წარმოდგენილია 6 ბრენდ მაღაზიით თბილისსა და რეგიონებში.შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდად ერთად!
შპს "ზოდი პლიუსი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში.
სამუშაო პირობები:
სამუშაო საათებია: 09:30-18:00
სამუშაო დღეები: 6 სამუშაო დღე, 1 დასვენების დღე
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი
ანაზღაურება: შეთანხმებით
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
** ბაზრის შესწავლა, პოტენციური კლიენტების მოძიება;
** ვიზიტები პოტენციურ კორპორატიულ კლიენტებთან;
** კლიენტების საჭიროებისა და მოთხოვნების განსაზღვრა;
** შეხვედრების ორგანიზება და პრეზენტაციების ჩატარება;
** პროდუქტის პრეზენტაცია;
** მოლაპარაკებების წარმოება;
** არსებულ და ახალ კლიენტებთან ურთიერთობა, შეკვეთების დამუშავება;
** ორიენტირება გაყიდვების და მომსახურების მუდმივ ზრდაზე, სრულყოფაზე
** ყოველდღიური რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მართვის კუთხით;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** კარგი პრეზენტაციის უნარი;
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
** შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 12 აპრილის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@zodi.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!
CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს"ზოდი" - მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.