www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის დამხმარე
მომწოდებელი: არომაპროდუქტი
გამოქვეყნდა: 16 მარტი / განცხადების ვადა: 15 აპრილი

კომპანია "არომაპროდუქტი"/Georgia`s Natural 2006 წლიდან ახორციელებს ორგანული პროდუქტის მოყვანა/შეგროვებას, გადამუშავება/წარმოებას და რეალიზაციას. ჩვენ ვმართავთ
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაშენებულ ორგანული ბაღებს ყვარელში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი წარმოებას ყვარელსა და თბილისში, საერთაშორისო სადისტრიბუციო ქსელს და 2020 წლიდან საქართველოს ბაზარზე საცალო ვაჭრობას, თბილისის და ბათუმის დიდ სავაჭრო ცენტრებში წარმოდგენილი ორგანული ბარების სახით.

ჩვენი საექსპორტო ბაზარი, 25 ქვეყანას მოიცავს: აშშ, ევროკავშირის ქვეყნები, კანადა, ავსტრალია, იაპონია, ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ტაივანი, სინგაპური, მალაიზია, ვიეტნამი, ლატვია, უკრაინა, სამხრეთ აფრიკა, და ა.შ.

კომპანიის მთავარი მიზანია საერთაშორისო ორგანულ ინდუსტრიაში იყოს ერთ-ერთი წამყვანი ორგანული პრემიუმ ხარისხის პროდუქტის მწარმოებელი გლობალური ბრენდი და აამაღლოს საქართველოს, როგორც მაღალი პოტენციალის მქონე ქვეყნის ცნობადობა საერთაშორისო ბაზარზე, ორგანული მებაღეობის, ველური შეგროვების და ორგანული წარმოების კუთხით.

დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ. გვერდზე http://www.georgiasnatural.com ან Facebook გვერდზე georgias natural

არომაპროდუქტი/Georgia`s Natural ეძებს გუნდის ახალ წევრს საწყობში საწყობის დამხმარის პოზიციაზე.

რომელიც უზრუნველყოფს ნედლეულის და დამხმარე მასალების მიღება/დასაწყობებას, წარმოების მხარდაჭერას ნედლეულითა და დამხმარე მასალებით.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ფუნქცია მოვალეობები:

** წარმოებისთვის საჭირო დამხმარე მასალების/ნედლეულის მიღება, დასაწყობება;
** წარმოებიდან შემოსული შეკვეთის მომზადება და წარმოებისთვის დროული მიწოდება;
** ყოველთვიურ ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა;
** საწყობში არსებული მაცივრების ტემპერატურული რეჟიმის აღრიცხვა;
** საწყობის ტერიტორიაზე სისუფთავის შენარჩუნება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება
** სასურველია ავტოკარის დამტვირთველის მართვის მოწმობის ქონა.
** უნარები
** გუნდური მუშაობის უნარი
** ყურადღებიანი
** პუნქტუალური
** ფიზიკური მუშაობის შესაძლებლობა

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და მზად ხართ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი,
გამოგვიგვზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელ.ფოსტაზე career@georgiasnatural.com და გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული და განხილული იყოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |