www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გრაფიკულ დიზაინერი
მომწოდებელი: ჯეპრა
გამოქვეყნდა: 16 მარტი / განცხადების ვადა: 15 აპრილი

ჯეპრა აცხადებს ვაკანსიას გრაფიკულ დიზაინერის პოზიციაზე.

ჩვენ ვართ საკონსულტაციო კომპანია და 2002 წლიდან აქტიურად ვმუშაობთ საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგული კომუნიკაციისა და სტრატეგიული კონსულტაციის მიმართულებით.

ჯეპრას ძირითადი სამუშაო პრინციპებია: ერთმანეთის მოსმენა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და წარმატების ერთად მიღწევა! ვეძებთ კრეატიულ ადამიანს, რომელსაც როგორც ჩვენ უყვარს საინტერესო პროექტებზე მუშაობა, ყოველთვის ღიაა სიახლეებისადმი და მუდმივი განვითარება და სწავლა სწყურია!

ჯეპრაში:

** გაიცნობ საინტერესო ადამიანებს, რომლებიც ყოველთვის მზად არიან ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისათვის;
** უამრავ საინტერესო და მრავალფეროვან პროექტში მიიღებ მონაწილეობას;
** მოგეცემა მუდმივი სწავლისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
** შეინარჩუნებ ბალანს პირად ცხოვრებასა და სამსახურს შორის;
** სახლიდან შეძლებ მუშაობას;
** აქტიურ მონაწილეობას მიიღებ კომპანიის საქმიანობა-განვითარებაში;
** და, რა თქმა უნდა, უამრავ მეგობარს შეიძენ!

ძირითადი მოვალეობები: ​

** პროექტებისთვის ვიზუალური კონცეფციის შემუშავება (ბრენდირება);
** სოციალური მედიისთვის დიზაინების შემუშავება;
** ბანერებისა და სხვა ტიპის სარეკლამო მასალის დიზაინის შექმნა;
** ღონისძიებებისა ან კამპანიებისთვის ვიზუალის შემუშავება;
** არსებული დიზაინის მოდიფიცირება;
** პროექტებიდან გამომდინარე ვებ-გვერდების დიზაინის შექმნა.

მოთხოვნები:​

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** Adobe Photoshop - მაღალ დონეზე ცოდნა;
** Adobe Illustrator - მაღალ დონეზე ცოდნა;
** Adobe XD-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, მოქნილი სამუშაო საათები
ანაზღაურება: ფიქსირებული 600 ლარი ნეტი + პროექტების ჰონორარი

თუ აღნიშნული ვაკანსია შენთვის საინტერესოა და გინდა ჯეპრელი გახდე, გთხოვ, გამოაგზავნო რეზიუმე და პორტფოლიო ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: e.viatkini@gepra.ge და სათაურის ველში მიუთითო ვაკანსიის დასახელება "გრაფიკული დიზაინერი".

გისურვებ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |