"PIA.GE" აცხადებს ვაკანსიას სოციალური ქსელების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: 750 ლარი, თვეში 15 დღე, დილის 10:00 საათიდან საღამოს 10:00 საათამდე
ძირითადი მოვალეობები:
** სოციალურ ქსელებში გვერდების და ჯგუფების განვითარების სტრატეგიის შემუშავება, მართვა და მონიტორინგი;
** მიზნობრივი აუდიტორიის შესწავლა, ანალიზი და შედეგების მიხედვით კამპანიების დაგეგმვა;
** სოციალურ მედიაში სარეკლამო აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება;
** სოციალური გვერდებისთვის ფოტო-ვიდეო მასალის მომზადება და განთავსება;
** სხვადასხვა პოსტების ბიუჯეტირება და დარეკლამება;
** სხვადასხვა აქტივობასთან დაკავშირებით სტატისტიკის წარმოება, ანალიზი და რეპორტინგი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** adobe photoshop და adobe premiere pro აპლიკაციების მინიმალური ცოდნა
რეზიუმე გამოაგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@pia.ge. სათაურის ველში (subject) გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "სოციალური ქსელების მენეჯერი".
გისურვებთ წარმატებებს!