www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საინჟინრო კომუნიკაციების ხარჯთაღმრიცხველი
მომწოდებელი: ადკ ინჟინერინგი
გამოქვეყნდა: 21 მარტი / განცხადების ვადა: 16 აპრილი

კომპანია "ადკ ინჟინერინგი" აცხადებს ვაკანსიას საინჟინრო კომუნიკაციების ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: სრული, 09:00-18:00
** მივლინების დროს სამივლინებო ხარჯისა და კვების ანაზღაურება
** დასვენება: კვირაში 2 დღე
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** ხელფასი: კვალიფიკაციიდან გამომდინარე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამშენებლო/საინჟინრო მიმართულებით
** საინჟინრო კომუნიკაციების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის გამოცდილება 2 - 5 წლამდე
** საინჟინრო კომუნიკაციების ხარჯთაღრიცხვის ფორმების, ფორმა 2-ების მომზადების ცოდნა
** საინჟინრო კომუნიკაციების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების ცოდნა
** დეფექტური აქტების, სარემონტო სამუშაოების უწყისების შედგენის წესების ცოდნა

მოვალეობები:

** პროექტის ხარჯთაღრიცხვის შედგენა;
** პროექტის დაწყებამდე შესაბამისი კალენდარული გრაფიკის მომზადება;
** პროექტის კალენდარული გრაფიკის შესრულების მონიტორინგი;
** პროექტის განხორციელებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების და მასალების საბაზრო ფასების დადგენა და შესაბამის ბაზაში აღრიცხვა.
** სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისობის (ფასი, მოცულობა და ა.შ.) დადგენა, ანალიზი
** ობიექტზე მიმდინარე დანახარჯების ხარჯთაღრიცხვასთან შედარება
** ხარჯთაღრიცხვებთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება
** დეფექტური აქტების, სარემონტო სამუშაოების უწყისების და დამუშავებული პროექტების საფუძველზე ობიექტის სამშენებლო, და სარეაბილოტაციო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა
** ობიექტის სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოების საორიენტაციო ღირებულების განსაზღვრა
** საინჟინრო ნახაზების საფუძველზე მასალათა სპეციფიკაციების შემოწმება და განსაზღვრა
** შესრულებული სამუშაოების მოცულობის და მასალების რაოდენობის განსაზღვრა
** კომპეტენციის ფარგლებში, ტექნიკური სამსახურის სხვა დავალებების შესრულება

უნარ-ჩვევები:

** მოწესრიგებული, დინამიური და დისციპლინირებული
** შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი
** ორგანიზებულობა
** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: juli.ch@adksolutions.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |