www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: Home Vision
გამოქვეყნდა: 23 მარტი / განცხადების ვადა: 16 აპრილი

კომპანია "Bogacho"-ს ელიტური ავეჯის და აქსესუარების მაღაზია "Home Vision" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების გაწევა;
** პროდუქციის რეალიზაცია;
** კონსულტაციის გაწევა, საქონლის დახასიათება, მისი გამოყენების და მოვლის წესების ახსნა;
** მაღაზიის სალაროს ოპერაციების შესრულება;
** მაღაზიაში არსებულ პროდუქციასა და ინვენტარზე პასუხისმგებლობა;
** საქონლის შეფუთვა;
** საქონლის მდგომარეობის შემოწმება, ვიზუალური დათვალიერება (წინაგასაყიდი მომზადება)
** საქონლის ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა.

მოთხოვნები:

** გამართული მეტყველების უნარი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა სასურველია;
** ქართული და რუსული ენების ცოდნა აუცილებელია, ინგლისური ენის ცოდნა - საბაზისო დონე;
** მუშაობის გამოცდილება ავეჯის და სანათ მოწყობილობების გაყიდვების სფეროში - არანაკლებ 1 წლისა

პიროვნული მახასიათებლები:

** სასიამოვნო გარეგნობა;
** აქტიურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გაწონასწორებულობა, თავაზიანობა;
** ცოდნის მიღებისკენ სწრაფვა;
** ორგანიზებულობა;
** შრომის მოყვარეობა და ენერგიულობა;
** დისციპლინირებულობა;
** პასუხისმგებლობა;
** პუნქტუალურობა;

სამუშაო პირობები: განაკვეთი: სრული, 1 ან 2 დასვენების დღე (ხელფასი გრაფიკის მიხედვით)

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV აუცილებლად ფოტოსურათით ინგლისურ ან რუსულ ენაზე ელ-ფოსტაზე: homevision.georgia@gmail.com (ფოტოსურათის გარეშე კანდიდატურა არ განიხილება).



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |