www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟირება IT დეპარტამენტში
მომწოდებელი: საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი
გამოქვეყნდა: 23 მარტი / განცხადების ვადა: 20 აპრილი

25 წლიანი გამოცდილების მქონე "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინდუსტრიული ჰოლდინგია საქართველოში. მისი ბიზნეს პორტფელი მოიცავს ელექტროენერგიის გამომუშავებას, ბუნებრივი აირით ვაჭრობას, უძრავი ქონების მართვას და ა.შ. მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ კომპანიის საიტს: www.gig.ge

"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" აცხადებს სტაჟირებას დასაქმების პერსპექტივით, პროგრამული უზრუნველყოფების მართვისა და განვითარების განყოფილებაში.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული პროგრამული უზრუნველყოფების შესწავლა;
** პროგრამული უზრუნველყოფების მომხმარებელთა მიერ დაფიქსირებული საკითხების/პრობლემების აღრიცხვა მხარდაჭერის პორტალზე;
** პროგრამული უზრუნველყოფების მომხმარებელთა პირველი დონის მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
** სისტემის ანალიტიკოსებთან ახალი ფუნქციონალის ტესტირებასა და იმპლემენტაციაში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული ინფორმაციული ტექნოლოგიების ან ფინანსების მიმართულებით;
** სასურველია მონაცემთა დამუშავება/ანალიზის ცოდნა.
** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება.

ინფორმაცია სტაჟირების შესახებ:

** მოქნილი სამუშაო გრაფიკი;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
** დასაქმების შესაძლებლობა;
** მიიღებიან ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@gig.ge 2021 წლის 20 აპრილის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |