სადისტრიბუციო კომპანია, შპს დიპლომატ ჰოლდინგი აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე. შპს დიპლომატ ჰოლდინგი არის საქართველოს მასშტაბით ლიდერ კომპანიათა შორის, რომელიც ახორციელებს დისტრიბუციას 2002 წლიდან.
დამატებით ინფორმაციისთვის ეწვიეთ საიტს: http://www.diplomatholding.com.ge
ფუნქცია -მოვალეობები:
** პერსონალთან შრომითი ურთიერთობების გაფორმება;
** საკადრო ბრძანებების / დოკუმენტაციის მომზადება. (დანიშვნა, გათავისუფლება, შვებულება, მივლინება, სამუშაო აღწერილობა);
** თანამშრომლების ბაზის წარმოება/განახლება;
** სწავლების/სტაჟირების პროცესის კოორდინირება;
** თანამშრომლების სამოტივაციო სისტემების მართვა;
** დასაქმების ფორუმებზე მონაწილეობის მიღება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება რელევანტურ სფეროში;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** სხარტი აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნოთ ქართულ ენაზე CV ფოტოსურათით მისამართზე hr@master-trade.ge და "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!