www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გადაუდებელი დახმარების ექიმი
მომწოდებელი: ჯეო ჰოსპიტალსი
გამოქვეყნდა: 23 მარტი / განცხადების ვადა: 30 აპრილი

სამედიცინო კლინიკების ქსელი - შპს "ჯეო ჰოსპიტალს"-ი აცხადებს ვაკანსიას გადაუდებელი დახმარების ექიმის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: სამტრედია, შპს "ჯეო ჰოსპიტალს"-ის სამტრედიის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი.

სამუშაო გრაფიკი: მორიგეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი;
** პროფესიული კლინიკური გამოცდილება შესაბამის სფეროში;
** კლინიკური უნარ-ჩვევების და პროფესიული ცოდნის მაღალი დონე;
** სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

უნარები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისა და დაძაბულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gh.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "სამტრედია - გადაუდებელი დახმარების ექიმი".

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 30.04.2021 წ.

თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |