www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბიზნეს კონსულტანტი
მომწოდებელი: ვაბაკო
გამოქვეყნდა: 26 მარტი / განცხადების ვადა: 25 აპრილი

პროგრამული უზრუნველყოფისა და ციფრული ინოვაციების დარგში მოღვაწე კომპანია ვაბაკო ეძებს ბიზნეს კონსულტანტს, რომელიც დაგვეხმარება ჩვენ პროგრამული პროდუქტების პარტნიორ კომპანიებში დანერგვაში. გთავაზობთ კრეატიულ, მეგობრულ და დინამიურ გარემოში პოტენციალის გამოვლენას, სადაც ჯანსაღი ინიციატივა და საქმის მაღალი ხარისხით შესრულება აუცილებლად ფასდება.

ძირითადი სამუშაო:

** კლიენტის მიერ დასმული ამოცანებისა და პროცესების ანალიზი, სტრუქტურირება და დოკუმენტირება;
** კლიენტის მოთხოვნების დოკუმენტის შეთანხმება;
** შეთანხმებული მოთხოვნების პროდუქტის მფლობელისა და საპროექტო გუნდისათვის გადაცემა;
** შესრულებული ამოცანების კლიენტისთვის ჩაბარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** HR ან ბუღალტერიის სფეროს მიმართულებით სამუშაო გამოცდილება (მისაღებია სტაჟირებაც);
** პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ბაკალავრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირებაში ან ინფორმაციულ ტექნოლოგიებში.

პირობები:

სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00-მდე;
ანაზღაურება: 700 ლარი ხელზე + ბონუსი;
ჯანმრთელობის დაზღვევა.

თქვენ მიერ ჩვენთან გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს ვაბაკოს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: jobs@vaba.co და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: Business Consultant.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |