www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: გეო ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 26 მარტი / განცხადების ვადა: 25 აპრილი

"გეო ჰოლდინგი" წარმოადგენს სადისტრიბუციო ჰოლდინგს, რომელიც არის ოფიციალური, ექსკლუზიური პარტნიორი შემდეგი ბრენდების: Ferrero (Raffaello, Ferrero Rocher, Nutella, Kinder, tik-tak), "Mars", "Рудь", "Коровка", "Объединённые кондитеры" («Красный Октябрь», «Бабаевский», «РотФронт»), Grand Candy; Ultra Compact/Happy Fresh და სხვა.

ჰოლდინგი აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება და ორგანიზება;
** კომპანიაში საქმისწარმოების უზრუნველყოფა დოკუმენტაციის მართვის დადგენილი წესების შესაბამისად;
** თანამშრომლების დასწრების ტაბელის წარმოება;
** თანამშრომლების ბიულეტინების და შვებულებების აღრიცხვა;
** ოფისში შემოსულ ზარებსა და ელ-ფოსტაზე პასუხი და შესაბამისი გადამისამართება;
** საოფისე-საკანცელარიო ნივთების კონტროლი, შესყიდვები, ანგარიშსწორება;
** ახალი თანამშრომლის მოძიების პროცესის მხარდაჭერა(განცხადების განთავსება, გასაუბრებების ორგანიზება);
** თანამშრომლებისთვის და დირექტორებისათვის შეხვედრების ორგანიზება;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ქართულად წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი (მაღალ დონეზე);
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა.

სხვა მოთხოვნები:

** სამუშაოს დაგეგმვის, განაწილების და ბოლომდე მიყვანის უნარი;
** პედანტურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციის მიხედვით
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 08:30- დან 18:00-მდე

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე hr@bdcompany.ge 25 აპრილის ჩათვლით. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატურებთან. ელფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |