www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფინანსური მენეჯერი
მომწოდებელი: ელთ ბიზნეს ჯგუფი
გამოქვეყნდა: 26 მარტი / განცხადების ვადა: 25 აპრილი

ორგანიზაცია "ელთ ბიზნეს ჯგუფი" (საქმიანობის სფერო -საფინანსო, სამშენებლო, ტურისტული) სფერო აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ფინანსური ოპერაციების, ბიუჯეტისა და მოგების დაგეგმვა და კონტროლი;
** მარაგების, ნაშთებისა და შესყიდვების კონტროლი;
** გაყიდვების დაგეგმვა და კონტროლი შესაბამის სამსახურებთან ერთად;
** დებიტორ-კრედიტორების ნაშთების მონიტორინგი და მართვა შესაბამის სამსახურებთან ერთად;
** საბანკო და სხვა ვალდებულებების მართვა;
** ფინანსური ანგარიშგებების წარმოება (ფინანსური მოგება, ზარალის ანალიზი);
** ეროვნულ ბანკთან ანგარიშგებების მომზადება და ჩაბარება;
** აუდიტის შერჩევა და მოწვევა;

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - ტექნიკური, ეკონომიკური და/ან საფინანსო განათლება, სასურველია მაგისტრის ხარისხი ფინანსური განხრით.
** ფინანსური მენეჯმენტის ცოდნა;
** სამუშაო გამოცდილება კომერციული ან საფინანსო ანალიტიკური განხრით;
** საოფისე პროგრამების ცოდნა პროფესიონალურ დონეზე (MS Office პროგრამები, Excel);
** საქართველოს და საერთაშორისო ფინანსური სტანდარტებისა და საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ან რუსული ენის C1 დონეზე ფლობა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ნორმალურ ფოტოსურათთან ერთად ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@eltbg.com და გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ფინანსური მენეჯერის, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |