სს "არგო" 2017 წლიდან ფუნქციონირებს საქართველოს ბაზარზე. კომპანია აწარმოებს 7 სახის ლუდს და ლიმონათ ზანდუკელს. ჩვენი პროდუქტი შეგიძლიათ შეიძინოთ მთელი საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე კომპანია აწარმოებს ექსპორტს მსოფლიოს მასშტაბით.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ჩამოსასხმელი საამქროს ეტიკეტის მანქანის ოპერატორისს პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ლილო, ლოჭინის ხევი.
კატეგორია: წარმოება (ლუდი და ლიმონათი)
სამუშაო გრაფიკი: 12 საათიანი ცვლა
ფუნქცია-მოვალეობები:
** ჩაბარებული დანადგარებისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის სისუფთავეზე ზრუნვა;
** დანადგარის უსაფრთხო ექსპლუატაცია და უსაფრთხოების ყველა საჭირო ნორმის მაქსიმალური დაცვა;
** დანადგარის დაზიანების შემთხვევაში დროული რეაგირება და ინფორმაციის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის ან/და ტექნიკური სამსახურისთვის;
** სამუშაო პროცესში საამქროს დადგენილი ნორმების დაცვა;
** ხელმძღვანელობისთვის ინფორმაციის დროულად მიწოდება არსებული ან/და მოსალოდნელი პრობლემის შესახებ;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულება;
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა (სასურველია);
** უპირატესობა მიენიჭებათ წარმოების სექტორში მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს;
** უპირატესობა მიენიჭებათ საწარმოო დანადგარებთან მუშაობის გამოცდილების მქონე პირებს.
საჭირო უნარ-ჩვევები:
** ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: n.khapava@argo.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება
დამატებითი ინფორმაცია:
გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
გისურვებთ წარმატებას!