www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: ჯეი ეფ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 30 მარტი / განცხადების ვადა: 30 აპრილი

შპს "ჯეი ეფ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე სამეგრელოში (ზუგდიდი).

შპს "ჯეი ეფ ჯორჯია" დაარსდა 2015 წელს და ახორციელებს სხვადასხვა საქონლის (თმის მოვლის საშუალებები, ელექტრო საქონელი, აქსესუარები, ავეჯი და ა.შ.) საბითუმო და საცალო ვაჭრობას. კომპანიის ძირითადი მომხმარებლები არიან სილამაზის სალონები, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე.
კომპანია ფლობს ფილიალებს საქართველოს რეგიონებში, სილამაზის სალონს, სასწავლო აკადემიას და ა.შ.

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** გაყიდვების პრინციპების ცოდნა;
** მერჩენდაიზინგის საფუძვლების ცოდნა;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა, საკუთარი ავტომობილი.

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სხარტი აზროვნება;
** ანალიტიკური აზროვნება;
** კონფლიქტური სიტუაციების გადალახვის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი;
** დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობა:

** პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგი ცოდნა;
** პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი და მერჩენდაიზინგი;
** დებიტორების კონტროლი და ანალიზი;
** შეკვეთილი პროდუქციის ადგილზე დროულად მიწოდების კონტროლი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პერიოდულ აღწერებში მონაწილეობა;
** მომხმარებლის მომსახურება - ტვირთის მიტანა სატრანსპორტო საშუალებამდე;
** საწყობში განთავსებული პროდუქციის მოწესრიგება და უსაფრთხოების კონტროლი;
** შეკვეთების შესაბამისად პროდუქციის დახარისხება/გატანა.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი (ჩათვლით) 09:30-დან 18:00 საათამდე

შეგიძლიათ გაეცნოთ კომპანიის სოციალურ გვერდებს:
https://www.jfgeorgia.ge
https://www.facebook.com/juglefevergeorgia
https://www.Philipmartins.ge
https://www.facebook.com/philipmartins.ge

დაინტერესების შემთხვევაში გადმოგზავნეთ თქვენი CV /რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@junglefever.ge. სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |