www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პორტფელის მონიტორინგის მენეჯერი
მომწოდებელი: თიბისი ლიზინგი
გამოქვეყნდა: 30 მარტი / განცხადების ვადა: 30 აპრილი

სს "თიბისი ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას პორტფელის მონიტორინგის მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)
სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი)

ასევე, ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** დანაზოგის შექმნას საპენსიო ფონდისთვის (4%);
** თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს სხვადასხვა პროდუქტებზე

ძირითადი მოვალეობები:

** სისტემატიური კომუნიკაცია კლიენტებთან და ადგილზე ვიზიტი;
** ვადაგადაცილებაში მყოფი კლიენტების შესახებ ინფორმაციის მოძიება და შესაბამისი ანალიზის გაკეთება;
** ვადაგადაცილების ფაილის დამუშავება;
** ჩარიცხვების კონტროლი;
** სხვადასხვა შიდა დოკუმენტაციის/აქტების მომზადება;
** კომიტეტისთვის რეპორტის მომზადება/გატანა;
** რეპორტინგის წარმოება.
** აქტივების დასაკუთრება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** ინფორმაციის ოპერატიულად მოძიების და დამუშავების უნარი;
** კომუნიკაციის კარგი უნარ-ჩვევები;
** სამუშაოს დაგეგმვის და დროის ოპტიმალურად გადანაწილების უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@tbcleasing.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |