www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოპერატორი/სტაჟიორი
მომწოდებელი: ახალი ხედვა
გამოქვეყნდა: 30 მარტი / განცხადების ვადა: 30 აპრილი

სამედიცინო კომპანია "ახალი ხედვა" არის პირველი ორთოპედიული მაღაზიების ქსელი საქართველოში. ჩვენ ვახორციელებთ ორთოპედიული-ტრავმატოლოგიურ და სამედიცინო მოვლის საგნების რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ვაკეთებთ საქმეს რომელიც ემსახურება ადამიანის ჯანმრთელობას, რაც კიდევ უფრო დიდ მოტივაციას გვაძლევს ვიყოთ პროფესიონალები ჩვენს სფეროში.

სამედიცინო კომპანია "ახალი ხედვა" აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე.

მდებარეობა - თბილისი
სამუშაო გრაფიკი - სრული ან 09:00-18:00

კომპანია გთავაზობთ ანაზღაურებად სტაჟირებას ოპერატორის პოზიციაზე.

მოთხოვნები:

** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office, Excel);
** სასურველია ინგლისურისა და რუსული ენის ცოდნა;
** ბუღალტრული პროგრამა Fina-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.

უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელური;
** ორგანიზებული;
** დროის ეფექტურად განაწილება;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** გუნდში მუშაობის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** ბუღალტრული ოპერაციების წარმოება;
** საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
** ბუღალტრულ პროგრამაში მუშაობა
** კომპანიის შიდა პროცედურებისა და რეგულაციების დაცვა;
** მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება უშუალო ხელმძღვანელისგან.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) - ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@akhalikhedva.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს "ახალი ხედვა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |