www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საცალო გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: პსპ დაზღვევა
გამოქვეყნდა: 30 მარტი / განცხადების ვადა: 29 აპრილი

"პსპ დაზღვევა" ეძებს გრძელვადიან თანამშრომლობაზე ორიენტირებულ ადამიანებს, რომლებსაც სურთ კარიერული წინსვლა და განვითარება. აქვთ სურვილი გაიღრმავონ გამოცდილება და იყვნენ ძლიერი გუნდის ნაწილი.

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების მოძიება, კომუნიკაციის დამყარება და პროდუქტის შეთავაზება
** გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა
** გაყიდვების გეგმის შესრულებაზე მუშაობა
** არსებული კლიენტების შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა

პიროვნული თვისებები:

** გამართული მეტყველება
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** კომუნიკაბელური, ინიციატივიანი, აქტიური
** თვითმოტივაციის უნარი

მოთხოვნები:

** სასურველია და არა აუცილებელი უმაღლესი განათლება
** სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვებში ან მომსახურების სფეროში
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: ფიქსირებული 250-600 ლარამდე(გამოცდილების მიხედვით) + საკომისიო
** სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული (სტუდენტებზე მორგებული), შაბათ-კვირას - დასვენება
** სამუშაო ადგილი: "პსპ დაზღვევის" სათაო ოფისი - აღმაშენებლის გამზ. 148/3

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) და ფოტოსურათი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: retail@ipsp.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |