www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: IT ოპერატორი
მომწოდებელი: ვესტ ინვესტი
გამოქვეყნდა: 30 მარტი / განცხადების ვადა: 26 აპრილი

კომპანია "ვესტ ინვესტი" დაარსდა 2006 წელს და წარმოადგენს საკვები პროდუქტების ერთ-ერთ უმსხვილეს სადისტრიბუციო კომპანიას საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს 100 - მდე დასახელების უმაღლესი ხარისხის ხორცპროდუქტებს, ნახევარფაბრიკატებს, ზღვის პროდუქტებსა და ზეთს, რომლებიც იწარმოება საუკეთესო ქარხნების მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

სადისტრიბუციო კომპანია "ვესტ ინვესტი" აცხადებს ვაკანსიას IT ოპერატორის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული ტექნიკური საშუალებების გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** ინტერნეტ-მომსახურებასთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირება და მათი აღმოფხვრის უზრუნველყოფა;
** პერიფერიული მოწყობილობების დაყენება-გამართვა (პრინტერი, სკანერი და ა.შ.);
** კორპორატიული მეილების და IP ტელეფონების ადმინისტრირება (მონტაჟი/კონფიგურაცია);
** შემოსავლების გვერდზე ელექტრონული ზედნადებების კონტროლი (კორექტირება/უკან დაბრუნება, შიდაგადაზიდვა გამოწერა/კონტროლი);
** ელექტრონული ანგარიშფატურების გამოწერა (ზედნადებების მიხედვით);
** კომპანიაში დანერგილი გაყიდვების პროგრამაში მონაცემების დამუშავება (პროდუქციის დასახელების დამატება, რაოდენობრივი კონტროლი, ფასმაჩვენებლების ცვლილბა/კონტროლი);
** პროგრამული ინვენტარიზაციის უზრუნველყოფა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ქსელის ადმინისტრირების საფუძვლების ცოდნა;
** VoIP, CCTV ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** დეტალების მიმართ დაკვირვებული.

სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით.
მისამართი: ვარკეთილი, გრიგოლ ლორთქიფანიძის 13ა.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე hr@wi.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |