www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საინფორმაციო სამსახურის ოპერატორი
მომწოდებელი: IGG - საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი
გამოქვეყნდა: 30 მარტი / განცხადების ვადა: 29 აპრილი

"საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო სამსახურის ოპერატორის პოზიციაზე.

ვაკანსია გულისხმობს დღე-ღამის მორიგეობებს.

ძირითადი მოვალეობები:

დაზღვეულების სატელეფონო ზარების მიღება, დაზღვეულების იდენტიფიცირება;
სადაზღვევო პირობების შესახებ კონსულტაციის გაწევა;
ზარალების იდენტიფიკაცია და პროგრამაში დაფიქსირება;
ოჯახის ექიმთან ვიზიტის დაგეგმვა;
სადაზღვევო შემთხვევის კოორდინირება;
დაზღვეულების ინფორმირება ზარალის ანაზღაურების შესახებ.

განათლება და გამოცდილება:

** სასურველია უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** MS Office პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** გამართული მეტყველება;
** კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Bekauri@igg.ge.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |