ქართულ-გერმანული კომპანია "Aspria Fitness"-ი ეძებს ფილიალის დირექტორს ბათუმში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული ბიზნეს ადმინისტრირების განხრით;
** ლიდერობის უნარი;
** უნარი, იყო სამაგალითო თანამშრომლებისა და მომხმარებლებისათვის
** სტრუქტურირებული და დამოუკიდებელი მუშაობის სტილი
** ინიციატივის გამოჩენის მაღალი დონე
** გუნდურობა და კომუნიკაბელურობის მაღალი ხარისხი
** ორგანიზების უნარი
** სერვისზე და ხარისხზე მკაფიოდ გამოკვეთილი ორიენტაცია
** მაღალი მოტივაციის, სამუშაო დროსთან მიმართებაში მოქნილი, მეგობრული და ღია მუშაობის სტილი
** კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა (განსაკუთრებით Excel, Word)
** უცხო ენების კარგი ცოდნა (ინგლისური, რუსული).
შენი ამოცანები (ფუნქციები):
** ფილიალის მართვა
** პერსონალის დაგეგმვა და პერსონალის მართვა
** წევრების რაოდენობის ზრდა და შემდეგ მათზე ზრუნვა
** გაყიდვების პროცესის მართვა და კონტროლი
** მომწოდებლებთან ურთიერთობა (ახალი ალტერნატივების ძიება, კომპანიის სასარგებლოდ თანამშრომლობის პირობების მუდმივ გაუმჯობესებაზე ზრუნვა)
** პასუხისმგებლობების სფეროების განაწილება.
ჩვენ გთავაზობთ:
** შენ ხელმძღვანელობ სპორტით აღფრთოვანებულ ახალგაზრდა გუნდს და ზრუნავ იმაზე, რომ დღითიდღე უფრო წარმატებული იყო.
** გაქვს პიროვნულად და პროფესიონალურად განვითარების შანსი.
** შენ მიიღებ ნდობას და მუშაობ დამოუკიდებლად შენი ამოცანების შესასრულებლად.
ანაზღაურება: შეთანხმებით, განისაზღვრება ფიქსირებული და ბონუსური სქემით.
დაგვიკავშირდი ელფოსტაზე: mariam.barnovi@aspria.ge და გახდი შესანიშნავი გუნდის ნაწილი. ელფოსტის სათაურში (subject) აუცილებელია მიუთითო ვაკანსიის დასახელება.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია: სამოტივაციო წერილი, CV, დიპლომ(ებ)ი, აქტუალური ფოტო.