www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ემბოსირების სპეციალისტი
მომწოდებელი: ჯორჯიან ქარდი
გამოქვეყნდა: 30 მარტი / განცხადების ვადა: 30 აპრილი

სს "ჯორჯიან ქარდი", საქართველოში არსებული ერთ-ერთი მსხვილი საპროცესინგო კომპანია აცხადებს ვაკანსიას ემბოსირების სპეციალისტის (ღამის ცვლა) პოზიციაზე.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** PIN გენერაციის ოპერატორისგან ემბოსირების ფაილების მიღება-შემოწმება
** ბარათის ტიპების მიხედვით ბარათების ფაილების დამუშავება/დაბეჭდვა/დახარისხება
** დაბეჭდილი ბარათების ჩალაგება ამისთვის განკუთნილ სპეციალურ პარკებში ს/ც-ების მიხედვით და აღრიცხვის ოპერატორისათვის გადაცემა
** ემბოსირების ("atb"/"txt"/"p3"/"dat") ფაილების განადგურება უსაფრთხოების პროცედურის შესაბამისად
** ნებისმიერი არასტანდარტული სიტუაციის შემთხვევაში უშუალო მენეჯერის ინფორმირება.

მოვალეობები:

** თანამშრომლის კორპორატიული სახელმძღვანელოთი განსაზღვრული წესების დაცვა;
** შიდა პროცედურების მკაცრად დაცვა;
** ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა და მისი გაუცემლობა;
** დადგენილი ვადების ზედმიწევნით დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (საბანკო საქმე, საინფორმაციო ტექნოლოგიების ან ტექნიკური მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად)
** IT სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** ინგლისური და რუსული ენების საშუალოდ ცოდნა
** MS Office პროგრამების ცოდნა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი
** ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი

კვალიფიციურმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV 30 აპრილის ჩათვლით მისამართზე: gcjobs@gc.ge და მიუთითოთ პოზიციის დასახელება ელ. ფოსტის სათაურში.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |