www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: ნათაძის სახ. სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი
გამოქვეყნდა: 30 მარტი / განცხადების ვადა: 30 აპრილი

შპს "გ. ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი" აცხადებს კონკურს ინსტიტუტის ადმინისტრაციაში და საგამოცდო ლაბორატორიაში სრული საშტატო განაკვეთით, სათანადო თანამდებობებზე დანიშვნის მიზნით, კერძოდ:

1. საგამოცდო ლაბორატორიის ხელმძღვანელი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შესაბამისი უმაღლესი აკადემიური განათლება - აკადემიური დოქტორის სამეცნიერო ხარისხი ან დოქტორანტი (სასურველია ქიმიკოსი ან ბიოქიმიკოსი);
** სამუშაო-პრაქტიკული გამოცდილება (არანაკლებ 3 წელი) საგამოცდო ლაბორატორიაში (სურსათის ან/და გარემოს ობიექტების კვლევის სფეროში);
** ISO 17025 სტანდარტით აკრედიტაციის გავლის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ან სხვა უცხო ენის (რუსულის გარდა) და კომპიუტერის საოფისე პროგრამების (Microsoft - Word, Excel, PowerPoint, Internet) კარგი ცოდნა სავალდებულოა.

2. საგამოცდო ლაბორატორიის ინჟინერი - ტექნიკური მენეჯერი,

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შესაბამისი უმაღლესი აკადემიური განათლება - აკადემიური დოქტორის სამეცნიერო ხარისხი, დოქტორანტი ან მაგისტრი (სასურველია ინჟინერი, ქიმიკოსი ან ბიოქიმიკოსი);
** სამუშაო-პრაქტიკული გამოცდილება (არანაკლებ 3 წელი) საგამოცდო ლაბორატორიაში აღჭურვილობის საინჟინრო/ტექნიკურ მომსახურეობაში (სხვადასხვა დანიშნულების კოლორიმეტრები, PH მეტრები, სპექტრომეტრები/მასსპექტრომეტრები, ქრომატოგრაფები, გენერატორები, გაზსადგურები, დისტილატორები, პორტატული აპარატები, გაზოანალიზატორები, ავტოკლავები, ცენტრიფუგები, სანჯღრეველები, თერმოსტატები/ინკუბატორები, საშრობი და ამწოვი კარადები, კლიმატ/კონტროლის სისტემები, ან/და სხვა ლაბორატორიული აღჭურვილობა); ** ISO 17025 სტანდარტით აკრედიტაციის გავლის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ან სხვა უცხო ენის (რუსულის გარდა) და კომპიუტერის საოფისე პროგრამების (Microsoft - Word, Excel, PowerPoint, Internet) კარგი ცოდნა სავალდებულოა.

3. საგამოცდო ლაბორატორიის მიკრობიოლოგი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შესაბამისი უმაღლესი აკადემიური განათლება - დოქტორანტი ან მაგისტრი (სასურველია მიკრობიოლოგი ან ბიოლოგი);
** სამუშაო-პრაქტიკული გამოცდილება (არანაკლებ 2 წელი) საგამოცდო ლაბორატორიაში (სურსათის ან/და გარემოს ობიექტების კვლევის სფეროში);
** ISO 17025 სტანდარტით აკრედიტაციის გავლის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ან სხვა უცხო ენის (რუსულის გარდა) და კომპიუტერის საოფისე პროგრამების (Microsoft - Word, Excel, PowerPoint, Internet) კარგი ცოდნა სავალდებულოა.

4. საგამოცდო ლაბორატორიის ქიმიკოსი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შესაბამისი უმაღლესი აკადემიური განათლება - დოქტორანტი ან მაგისტრი (სასურველია ქიმიკოსი ან ბიოქიმიკოსი);
** სამუშაო-პრაქტიკული გამოცდილება (არანაკლებ 2 წელი) საგამოცდო ლაბორატორიაში (სურსათის ან/და გარემოს ობიექტების კვლევის სფეროში);
** ISO 17025 სტანდარტით აკრედიტაციის გავლის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ან სხვა უცხო ენის (რუსულის გარდა) და კომპიუტერის საოფისე პროგრამების (Microsoft - Word, Excel, PowerPoint, Internet) კარგი ცოდნა სავალდებულოა.

5. გაყიდვების მენეჯერი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შესაბამისი უმაღლესი აკადემიური განათლება - მაგისტრი, ბაკალავრი ან სტუდენტი (სასურველია მარკეტინგის ან გაყიდვების სფეროში);
** სასურველია სამუშაო-პრაქტიკული გამოცდილება (არანაკლებ 3 წელი) მ.შ. წარმატებული გაყიდვების მენეჯერის (დოკუმენტურად დადასტურებული) სამუშაო გამოცდილება (არანაკლებ 1 წელი) ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ან სხვა უცხო ენის (რუსულის გარდა) და კომპიუტერის საოფისე პროგრამების (Microsoft - Word, Excel, PowerPoint, Internet) კარგი ცოდნა სავალდებულოა.

6. საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შესაბამისი უმაღლესი აკადემიური განათლება - მაგისტრი, ბაკალავრი ან სტუდენტი (სასურველია საზოგადოებასთან ურთიერთობის, ან/და მარკეტინგის სფეროში);
** სასურველია სამუშაო-პრაქტიკული გამოცდილება (არანაკლებ 3 წელი) მ.შ. წარმატებული მენეჯერის (დოკუმენტურად დადასტურებული) სამუშაო გამოცდილება (არანაკლებ 1 წელი) ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ან სხვა უცხო ენის (რუსულის გარდა) და კომპიუტერის საოფისე პროგრამების (Microsoft - Word, Excel, PowerPoint, Internet) კარგი ცოდნა სავალდებულოა.

7. ვებ/IT მენეჯერი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შესაბამისი უმაღლესი აკადემიური განათლება - მაგისტრი, ბაკალავრი ან სტუდენტი (ვებ-სივრცეების, საზოგადოებასთან ურთიერთობის ან/და ინტერნეტ კავშირების სფეროში);
** სასურველია სამუშაო-პრაქტიკული გამოცდილება (არანაკლებ 3 წელი) მ.შ. წარმატებული მენეჯერის (დოკუმენტურად დადასტურებული) სამუშაო გამოცდილება (არანაკლებ 1 წელი) ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ან სხვა უცხო ენის (რუსულის გარდა) და კომპიუტერის საოფისე პროგრამების (Microsoft - Word, Excel, PowerPoint, Internet) კარგი ცოდნა სავალდებულოა.

8. შრომის უსაფრთხოებისა და თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაცვის მენეჯერი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შესაბამისი უმაღლესი აკადემიური განათლება - დოქტორი ან მაგისტრი (სასურველია მედიცინის, სანიტარიულ-ჰიგიენური ან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში);
** სასურველია სამუშაო-პრაქტიკული გამოცდილება (არანაკლებ 5 წელი) მ.შ. წარმატებული მენეჯერის (დოკუმენტურად დადასტურებული) სამუშაო გამოცდილება (არანაკლებ 2 წელი) ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ან სხვა უცხო ენის (რუსულის გარდა) და კომპიუტერის საოფისე პროგრამების (Microsoft - Word, Excel, PowerPoint, Internet) კარგი ცოდნა სავალდებულოა.

9. გარემოს დაცვის მენეჯერი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შესაბამისი უმაღლესი აკადემიური განათლება - დოქტორი ან მაგისტრი (სასურველია გარემოს დაცვის, სანიტარიულ-ჰიგიენური ან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში);
** სასურველია სამუშაო-პრაქტიკული გამოცდილება (არანაკლებ 5 წელი) მ.შ. წარმატებული მენეჯერის (დოკუმენტურად დადასტურებული) სამუშაო გამოცდილება (არანაკლებ 2 წელი) ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ან სხვა უცხო ენის (რუსულის გარდა) და კომპიუტერის საოფისე პროგრამების (Microsoft - Word, Excel, PowerPoint, Internet) კარგი ცოდნა სავალდებულოა.

სამოტივაციო წერილის, რეკომენდაციებისა და CV წარმოდგენა მისამართზე: info-kobakhidze@mail.ru სავალდებულოა.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ შესაბამისი თანამდებობის დასახელება - მაგ: "ლაბორატორიის ხელმძღვანელი" ან "ქიმიკოსი" ან სხვა, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეული გასაუბრებაზე. გასაუბრების წარმატებით დასრულების შემდეგ, კანდიდატის გამოსაცდელი ვადით (ერთიდან - არაუმეტეს 3 თვე) სამუშაოზე აყვანის შემთხვევაში, დროებითი სახელფასო ანაზღაურების ოდენობა დადგინდება კანდიდატის კომპეტენციის გათვალისწინებით და ურთიერთ შეთანხმებით.
გამოსაცდელი ვადის წარმატებით დასრულების შემდგომ, ინსტიტუტის მუდმივ შტატში აყვანის შემთხვევაში, თანამშრომელს დაენიშნება გამოსაცდელ ვადაში დანიშნულ ხელფასთან შედარებით ფიქსირებულად მაღალი სახელფასო განაკვეთი და დამატებით მიეცემა სათანადო ბონუსები (ჯანმრთელობის დაზღვევა, ტრანსპორტირება, კვება, კორპორატიული მობილური კავშირი და სხვა).

გამორჩეული პასუხისმგებლობით, შინაგანაწესის უმწიკვლოდ დაცვის, დაკისრებული ვალდებულებების/მოვალეობების უმაღლეს დონეზე შესრულების, კომპანიისათვის სასარგებლო პრაქტიკული წინადადებებისა და ინიციატივების განხორციელებისათვის თანამშრომელი ყოველწლიურად მატერიალურად წახალისდება სხვადასხვა ფორმით ან/და პერიოდულობით (ფულადი პრემია, სასურველი საჩუქარი ან/და სხვა).
კვალიფიკაციისა და სპეციალიზაციის დონის ამაღლების, პროფესიული განათლების სრულყოფისა და პრაქტიკული გამოცდილებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების დახვეწის მიზნით, ყოველწლიურად დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის ატესტაციის შედეგების გათვალისწინებით - წარმატებული თანამშრომლები ინსტიტუტის დაფინანსებით პერიოდულად გაივლიან სათანადო სწავლებებსა და ტრენინგებს სხვადასხვა ფორმატში მ.შ. საზღვარგარეთ.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |