www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: კოლორ ჯგუფი
გამოქვეყნდა: 30 მარტი / განცხადების ვადა: 29 აპრილი

კომპანია "კოლორ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ გვერდს: http://colorgroup.ge

ძირითადი მოვალეობები:

** მზა შეკვეთების მიღება/აღრიცხვა;
** სამუშაოს გადანაწილება პრიორიტეტების მიხედვით;
** გამზადებული შეკვეთების დანიშნულების ადგილზე მიტანის დაორგანიზება;
** ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;
** საწყობში ნაშთების კონტროლი;

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია 1С პროგრამის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის მართვის უნარი;

სამუშაო გრაფიკი: კვირაში ექვსი სამუშაო დღე 10:00 - 19:00 საათი;
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ბაღდავაძის 3;
ანაზღაურება: საწყის ეტაპზე 800 ლარი

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@colorgroup.ge , ელ.ფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |