www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შეღწევადობის ტესტერი
მომწოდებელი: გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია
გამოქვეყნდა: 2 აპრილი / განცხადების ვადა: 30 აპრილი

სს "გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია" აცხადებს ვაკანსიას შეღწევადობის ტესტერის თანამდებობაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი.

სამუშაოს ძირითადი ამოცანები და პასუხისმგებლობები:

** არსებული ინფრასტრუქტურის ანალიზი, აქტივების ინვენტარიზაცია და კრიტიკულობის დონის განსაზღვრა, წინასწარ დადგენილი პერიოდულობით (Scoping);
** საერთაშორისო პრაქტიკებზე დაფუძნებული მეთოდოლოგიის შემუშავება (E.G. NIST SP800-115, ISSAF, PTES);
** სისუსტეების მართვის პროგრამის შემუშავება (Vulnerability Management Program);
** MITRE ATT&CK Framework-ზე დაფუძნებული Threat Hunting რეგულარული აქტივობის განხორციელება;
** წინასწარ დადგენილი პერიოდულობით, ინფრასტრუქტურაში არსებული სისუსტეების გამოვლენა და რეპორტინგი, შემუშავებული პროგრამის შესაბამისად;
** წინასწარ დადგენილი პერიოდულობით, გამოვლენილი სისუსტეების ტესტირება შეღწევადობაზე და რეპორტინგი, შემუშავებული მეთოდოლოგიის შესაბამისად;
** რემედიაციის პროცესში ჩართულობა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;
** ახალი ინიცირებული პროექტების რისკების ანალიზის პროცესში ჩართულობა და საჭირო რეკომენდაციების გაცემა.

მოთხოვნები:

** პოზიცია განიხილება მხოლოდ სრულ განაკვეთზე;
** PCI DSS სტანდარტთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** საერთაშორისო სერტიფიკატების ქონა (GPEN, OSCP, CEH, etc) ჩაითვლება უპირატესად.

ძირითადი კომპეტენციები და უნარ-ჩვევები:

** ძლიერი ანალიტიკური უნარი;
** პრობლემების აღმოჩენის და მათი დროულად გადაჭრის უნარი;
** სხვადასხვა ტიპის დავალებაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** როგორც ინდივიდუალური, ისე გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ CV გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ufc.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 30 აპრილი, 2021 წელი.

შენიშვნა: წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |