www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ხაზინის მენეჯერი
მომწოდებელი: სმარტ ფინანსი
გამოქვეყნდა: 2 აპრილი / განცხადების ვადა: 1 მაისი

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "სმარტ ფინანსი" აცხადებს ვაკანსიას ხაზინის მენეჯერის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: ორგანიზაციის სათაო ოფისში (ქუთაისში) ან დისტანციურად.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "სმარტ ფინანსი" ერთ-ერთი წარმატებული და განვითარებული მიკროსაფინანსო დაწესებულებაა ქვეყნის მასშტაბით; ის წარმოდგენილია საქართველოს 7 ქალაქში 13 ფილიალით და ემსახურება 50 000 - ზე მეტ კლიენტს;

ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:

** ორგანიზაციის სავალუტო ოპერაციების წარმოების მართვა;
** სავალუტო ბაზრის ანალიზი და ვალუტით ეფექტურად ვაჭრობის უზრუნველყოფა;
** სავალუტო კურსების განსაზღვრის მენეჯმენტი;
** ახალი კომპანიების მოძიება და არსებული პროდუქტების შეთავაზება;
** კოორდინაცია ბუღალტერიასთან და სალარო მეურნეობასთან;
** ფილიალების სალაროების ფულადი რესურსებით საჭირო ვალუტაში მომარაგების უზრუნველყოფა;
** ინკასაციის ოპერაციების დაგეგმარების პროცესის მართვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი, სასურველია ეკონომიკური/ტექნიკური განათლება;
** კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** საბანკო-საფინანსო სფეროში/მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული თვისებები

** ანალიტიკური და შემოქმედებითი უნარი;
** ორგანიზებულობა, გუნდურობა და კოლეგიალობა;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy@smartfin.ge

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |