www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სატრანსპორტო კომპანიის აღრიცხვის კონტროლის მენეჯერი
მომწოდებელი: Award
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / განცხადების ვადა: 10 მაისი

შპს "ევორდ ტრანსპორტი" წარმოადგენს სამშენებლო სფეროში მოღვაწე სამშენებლო-სატრანსპორტო ტექნიკის მფლობელ კომპანიას, რომელიც სხვადასხვა სამშენებლო პროექტებს უზრუნველყოფს სამშენებლო/გადამზიდავი სატრანსპორტო ტექნიკითა და შესაბამისი პერსონალით.

შპს "ევორდ ტრანსპორტი" აცხადებს სატრანსპორტო კომპანიის აღრიცხვის კონტროლის მენეჯერის ვაკანსიას.

თანამდებობრივი სარგო: 800 ლარი
ადგილების რაოდენობა: 1
მუდმივი სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

ფუნქციები:

** საავტომობილო ტრანსპორტის, მძიმე ტექნიკის და მცირე მექანიზაციის მიერ მოხმარებული საცხებ-საპოხი მასალების ხარჯების დოკუმენტაციის მომზადება და საბუთების დროული მიწოდება კომპანიის ბუღალტერიისთვის;
** სადაზღვევო და სალიზინგო კომპანიების მიერ წარმოდგენილი ანგარიშების კონტროლი და კომპანიის მიერ მათ მიმართ საგადახდო ვალდებულებების შესრულების კონტროლი;
** სატრანსპორტო კომპანიის და გარე სერვისის მომწოდებელი კომპანიების მიერ გაწეული სარემონტო სამუშაოების დოკუმენტაციის (მიღება ჩაბარებების აქტები) შედგენა/ მოპოვება და მათი დროული გადაგზავნა საფინანსო სამსახურში;
** დაზღვევის, პარკირებების საშვების, საპატრულო ჯარიმების გადახდის ვადების მონიტორინგი;
** ტექნიკაზე მიმაგრებული მძღოლების და ოპერატორების სააღრიცხვო ბაზის შექმნა და განახლება. მათი პირადი მონაცემების შეგროვება და გადაგზავნა კომპანიის იურიდიულ და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებებში;
** სატრანსპორტო კომპანიის მიერ გაწეული ხარჯების აღრიცხვა და სათანადო დოკუმენტაციის შექმნა. ანგარიშების შედგენა მოთხოვნილი აუცილებლობის მიხედვით. კომპანიის დოკუმენტაციის შეგროვება, მოწესრიგება და გაცემა.

პროფესიული მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აღნიშნულ პოზიციაზე ან ადმინისტრაციულ ერთეულში მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (MS Word, PowerPoint, Excel).

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@award.ge.

შენიშვნა: არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 10.05.2021.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |