www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / განცხადების ვადა: 14 მაისი

სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას ტრენერის პოზიციაზე თბილისში.

კომპანია ქართულ ბაზარზე 1998 წლიდან პოზიციონირებს და მომხმარებლებს 4 000-ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-მდე დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 1600-მდე თანამშრომელს და წარმოდგენილია საქართველოს მასშტაბით 6 დიდ ქალაქში: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, თელავი, ზუგდიდი, მარნეული.

მოვალეობები:

** სერვის სტანდარტების დანერგვა და მისი პრაქტიკაში განხორციელება;
** პერსონალის სწავლების საჭიროების გამოვლენაში მონაწილეობის მიღება, ტრენინგების ჩატარება მათი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით;
** ახალი თანამშრომლების კომპანიაში ადაპტაციის, კორპორატიული კულტურის ჩამოყალიბების უზრუნველყოფა;
** კომპანიის თანამშრომლების პროფესიულ ზრდასა და კვლიფიკაციის მუდმივ ამაღლებაზე ზრუნვა;
** სასწავლო პროცესების საჭიროებების მუდმივად განსაზღვრა და შესაბამისი სასწავლო პროგრამების განხორციელების უზრუნველყოფა;
** კომპეტენციის ფარგლებში სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და შესაბამისი პროექტების და პროგრამების ინიცირება და მართვა;
** ორგანიზაციის/გუნდის სხვა წევრებთან კორდინირებული მუშაობა;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა, სამუშაოსთან დაკავშირებული დავალებების შესრულება;

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დაგეგმვისა და შესრულების უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** კრეატიული აზროვნება;
** ანალიტიკური აზროვნება;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე აღნიშნულ მეილზე: recruit@gorgia.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://gorgia.ge/



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |