www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: IT პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: BiznetX
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / განცხადების ვადა: 15 მაისი

IT დეველოპერული კომპანია "BiznetX" აცხადებს ვაკანსიას IT პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ატენის ქ. 16ა.
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 11:00-19:00.

ძირითადი მოვალეობები:

** IT პროექტების ინიცირებაში და ბიზნეს მოთხოვნის ჩამოყალიბებაში აქტიური მონაწილეობა;
** თითოეული პროექტის დეტალური გეგმის შედგენა და პროექტის მონიტორინგის სტრატეგიის შემუშავება;
** პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელი რესურსების და ვადების გაწერა;
** პროექტის შესაძლო რისკების შეფასება და საჭირო რეკომენდაციების მომზადება;
** სამუშაო გუნდისთვის ფუნქცია-მოვალეობების განაწილება, მათთან დეტალური კომუნიკაცია და შესრულების მონიტორინგი;
** პროექტის გუნდთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან აქტიური კომუნიკაცია და პროექტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის გაზიარება;
** პროექტის ფარგლებში წამოჭრილი პრობლემის იდენტიფიკაცია და გადაჭრის გეგმის შემუშავება;
** თითოეული პროექტის დოკუმენტაციის მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური მიმართულებით);
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია IT პროექტების მართვის სტანდარტების ცოდნა (Agile-Scrum/Waterfall);
** სასურველია MS Project და Jira-სთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** MS Office პროგრამების ცოდნა სრულყოფილად.

აუცილებელი უნარები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის და გუნდის მართვის უნარი;
** სამუშაოს ვადის განსაზღვრის და მისი მისი ეფექტურად მართვის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: corporate@biznetx.org და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "IT პროექტების მართვის სპეციალისტი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |