www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ვესტ ინვესტი
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / განცხადების ვადა: 15 მაისი

კომპანია "ვესტ ინვესტი" დაარსდა 2006 წელს და წარმოადგენს საკვები პროდუქტების ერთ-ერთ უმსხვილეს სადისტრიბუციო კომპანიას საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს 100-მდე დასახელების უმაღლესი ხარისხის ხორცპროდუქტებს, ნახევარფაბრიკატებს, ზღვის პროდუქტებსა და ზეთს, რომლებიც იწარმოება საუკეთესო ქარხნების მიერ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

შპს "ვესტ ინვესტი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე, დეკრეტული შვებულების განმავლობაში შემცვლელად, ქ. თბილისში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საბანკო ოპერაციების წარმოება და პროგრამული ასახვა;
** სახელფასო ოპერაციების წარმოება;
** რეალიზაციების პროგრამული გატარება;
** დებიტორების კონტროლი;
** სასაქონლო მატერიალური მარაგების აღრიცხვა, ინვენტარიზაცია და კონტროლი;
** საბუღალტრო დოკუმენტაციის (ანგარიშ-ფაქტურები, ზედნადებები, მიღება-ჩაბარების აქტები, ინვოისები და სხვა) აღრიცხვა, შენახვა და კონტროლი;
** ბუღალტრულ პროგრამაში ადგილობრივი და იმპორტული პროდუქციის ასახვა;
** მარაგების ნაშთის კონტროლი;
** ყველა ოპერაციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა;
** მთავარი ბუღალტრისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ბუღალტერიის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** პროგრამა "1C"-ში მუშაობის გამოცდილება.

სამუშაო განაკვეთი: სრული.
მდებარეობა: ქ. თბილისი, ვარკეთილი, ლორთქიფანიძის 13გ.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@wi.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "ბუღალტერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |