www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რეპორტინგის თანამშრომელი
მომწოდებელი: ორეი
გამოქვეყნდა: 20 აპრილი / განცხადების ვადა: 19 მაისი

"ორეი" საქართველოში წარმოებული ქაღალდის პროდუქციის სავაჭრო ნიშანია. თანამედროვე ტექნოლოგიებით და მანქანა-დანადგარებით აღჭურვილი "ორეი"-ს ქარხანა თბილისში მდებარეობს. კომპანია უმაღლესი ხარისხისა და განსხვავებული ასორტიმენტის ცელულოზის პროდუქციას აწარმოებს.

"ორეი" აცხადებს ვაკანსიას რეპორტინგის თანამშრომლის პოზიციაზე.

პოზიციის მდებარეობა: თბილისი, ავჭალა
სამუშაო გრაფიკი: სრული
ხელფასი: 400 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ფინანსური და გაყიდვების მონაცემების ანალიზის მომზადებაში დახმარება;
** ყოველთვიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** სხვადასხვა სახის რეპორტების მომზადება კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც);
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Excel სავალდებულოა);
FMG პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი CV გამოაგზავნეთ ელფოსტაზე info@orei.ge. გთხოვთ, გამოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "რეპორტინგის თანამშრომელი"

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |