www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტექნიკური სამსახურის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ჰიპერმარკეტი Domino
გამოქვეყნდა: 20 აპრილი / განცხადების ვადა: 19 მაისი

შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგი" დაარსდა 2014 წლის ივნისს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს "დომინო "-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.

2015 წლის 23 მაისს შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგ"-მა გახსნა თავისი პირველი სამშენებლო ჰიპერმარკეტი "დომინო", რომელიც განთავსებულია სავაჭრო ცენტრ "EAST POINT"-ის ტერიტორიაზე.

"დომინო" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ტექნიკური სამსახურის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** კომპანიის საკუთრებაში მყოფი მოძრავი ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის ფლობა;
** საინჟინრო სისტემების (გათბობა, ვენტილაცია, კონდიცირება, ელექტრობა, წყალმომარაგება, კანალიზაცია) სამონტაჟო და ტექნიკური სამუშაოების ზედამხედველობა;
** ავარიული სიტუაციების შემთხვევაში მყისიერი ღონისძიებების გატარების ორგანიზება;
** სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა, საფრთხეების კონტროლი;
** ტექნიკური სამსახურის მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
** დირექტორის მხრიდან სხვა დავალებების შესრულების უზრუნველყოფა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება ინჟინერიის მიმართულებით;
** მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში;
** რუსული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** დროის მენეჯმენტი და გუნდის მართვის უნარი;
** საქმიანობის პრიორიტეტულობის მიხედვით დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** მოქნილობა და ოპერატიულობა;
** მაღალი კორპორატიული კულტურა;

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს, პროფესიულად განვითარდეთ და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე vacancy@domino.com.ge და სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგის" ბაზაში 1 წლის ვადით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |