www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ელექტრიკოსი
მომწოდებელი: Hotels & Preference Hualing Tbilisi
გამოქვეყნდა: 20 აპრილი / განცხადების ვადა: 19 მაისი

"Hotels & Preference Hualing Tbilisi", თბილისის ზღვასთან მდებარე, ბიზნეს კატეგორიის 5* ვარსკვლავიანი სასტუმრო აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** შეასრულოს პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოები ინჟინერის მიერ მითითებული ინსტრუქციების მიხედვით და მწარმოებლის რეკომენდაციების გათვალისწინებით;
** იცნობდეს ყველა ელექტრო დენის გამანაწილებელსა და განათების სისტემას, მის მოთხოვნასა და მახასითებლებს და იმოქმედოს მოთხოვნების დაცვით;
** შეასრულოს ყველა მოვალეობა, რომელსაც დააკისრებს მთავარი ინჟინერი, ასისტენტ ინჟინერი ან სუპერვაიზერი;
** შეამოწმოს ყველა ელექტრო სისტემა და გაუწიოს კონტროლი, რათა მათი მუშაობის სტატუსი შეესაბამებოდეს სტანდარტს;
** მოუაროს ხელსაწყოებსა და დანადგარებს და შეინარჩუნოს სამუშაო ადგილი, სუფთა მდგომარეობაში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა ტექნიკური განათლება;
** სავალდებულოა სამუშო გამოცდილება ელექტრიკოსის პოზიციაზე; ( სასურველია სასტუმრო ინდუსტრიაში.)
** ელექტრო გაყვანილობის სისტემების ცოდნა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა, შრომისმოყვარეობა;

სამუშაო ადგილი: თბილისი, ვარკეთილი 3, მე-4-ე მიკრო რაიონი, თბილისის ზღვის ახალი უბანი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@hotelspreference.ge; გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |