www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დირექტორის თანაშემწე
მომწოდებელი: გ. ზარნაძის იურიდიული კომპანია
გამოქვეყნდა: 20 აპრილი / განცხადების ვადა: 19 მაისი

"გიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანია" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - დირექტორის თანაშემწე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + პრემია

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიაში შემოსული და გასული კორესპონდენციის მართვა;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და შესაბამისი გადამისამართება;
** საქმიანი კორესპონდენციის წარმოება/თარგმნა ქართულიდან რუსულად და პირიქით;
** ოფისის გამართულად მუშაობისათვის ხელშეწყობა;
** შეხვედრების და გეგმიური თათბირების ორგანიზება/ოქმების წარმოება/თარგმნა;
** კომპანიაში ვიზიტორების დახვედრა;
** სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება;
** ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება;

ძირითადი მოთხოვნები:

** ასაკი: 23-დან 35 წლამდე
** უმაღლესი განათლება (სავალდებულოა)
** ინგლისური და რუსული ენის კარგად ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 1 წელი (სავალდებულოა)
** მართვის მოწმობა (სასურველია)
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** საოფისე ტექნიკური მოწყობილობების მოხმარების ცოდნა

სამუშაოს დამატებითი აღწერა:
** ხშირი მივლინებები საქართველოს ტერიტორიაზე (ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი და ფოთი)
** ხშირი ანაზღაურებადი ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება
** უცხოენოვან ბიზნეს-პარტნიორებთან საქმიანი კომუნიკაციის დამყარება

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-ფოსტის მეშვეობით მისამართზე: zarnadzeg@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |