www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გათბობის სპეციალისტი
მომწოდებელი: მაქს კომფორტი
გამოქვეყნდა: 26 აპრილი / განცხადების ვადა: 25 მაისი

კომპანია "მაქსკომფოტი" აცხადებს ვაკანსიას ცენტრალური გათბობისა და ცხელი წყლის სისტემების სპეციალისტის ან სპეციალობის შესწავლის მსურველთათვის.

კომპანია "მაქს კომფორტი" 2006 წლიდან ახდენს გათბობის/გაგრილების/ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების რეალიზაციას საქართველოს ბაზარზე. კომპანია თავიანთ მომხმარებელს სთავაზობს , როგორც უმაღლესი ხარისხის პროდუქციას , ასევე კონსულტაციას, პროექტირებას, ინსტალაციას და შეუფერხებელ საგარანტიო და საგარანტიო ვადის შემდგომ მომსახურებას.

კომპანია "მაქს კომფორტი" ეძებს ახალგაზრდა, ენერგიულ, სწავლისა და განვითარების სურვილის მქონე კადრებს ცენტრალური გათბობისა და ცხელი წყლის სისტემების სპეციალისტის ან სპეციალობის შესწავლის მსურველთათვის.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ცენტრალური გათბობისა და ცხელი წყლის (ცენტრალური გათბობის ქვაბი/რადიატორი/მასთან დაკავშირებული მოწყობილობების) სისტემების მონტაჟი/რეგულირება; გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** დაზიანების შემთხვევაში პრობლემის იდენტიფიცირება/დიაგნოსტიკა/შეკეთება;
** საექსპლუატაციო და სარემონტო სამუშაოებისას უსაფრთხოების წესებისა და სამუშაო რეგლამენტის ზუსტი დაცვა;
** ხელმძღვანელობისათვის დროული ინფორმაციის მიწოდება მოსალოდნელი ან/და არსებული პრობლემების შესახებ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შესაბამისი პროფესიულ-ტექნიკური განათლება ჩაითვლება უპირატესობად
** პროექტანტად/ინჟინერ დამპროექტებლად მუშაობის გამოცდილება აგრეთვე ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:

** წესრიგსა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** მუშაობის უნარი, როგორც გუნდურად, ასევე დამოუკიდებლად
** დროის მართვის უნარი;
** ინფორმაციის ეფექტური ანალიზის და გადაცემის უნარი;
** ძლიერი პირადი მოტივაცია და წარმატების სურვილი;
** შრომისმოყვარე, ენერგიული და დისციპლინირებული;
** სხარტი, ლოგიკური, ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ, უსაფრთხო და მეგობრულ გარემოს;
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს და დამატებით ბენეფიტებს;
** სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
** მზარდ სახელფასო სისტემას, გამოცდილების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით.

დაინტერესებულ აპლიკანტებს, რომელთა გამოცდილება და უნარები თანხვედრაშია ჩვენს მოთხოვნებთან, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე მისამართზე: hr@maxcomfort.ge ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 032 2 477455 ან 558 462050.

გაცნობებთ, რომ პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა მკაცრად იქნება დაცული და არ დაიშვება მესამე პირისთვის გადაცემა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ ჩვენს მოთხოვნებთან შესაბამისი გამოცდილების მქონე აპლიკანტებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |