www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: MC group
გამოქვეყნდა: 27 აპრილი / განცხადების ვადა: 27 მაისი

ფარმაცევტული კომპანია "MC Group" მარკეტინგის და კონსალტინგის ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე, შემდეგ რეგიონებში:
თბილისი, აჭარა, იმერეთი, სამეგრელო, ქვემო ქართლი (რუსთავი მარნეული), კახეთი, შიდა ქართლი.

სამუშაო განაკვეთი: სრული, 9:30-დან 18:00-მდე, ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით

სამუშაო აღწერილობა:

** ყოველდღიური ვიზიტები ექიმებთან, კლინიკებში აფთიაქებში;
** პრეზენტაციების მრგვალი მაგიდების კონფერენციების მომზადება ორგანიზება ჩატარება;
** ყოველდღიური ყოველკვირეული სამუშაოს დაგეგმარება - რეპორტინგი;
** საპრომოციო აქტივობების, ღონისძიებების მოფიქრება დამუშავება დანერგვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება (სასურველია მედიცინის, პედიატრიული ან სამკურნალო ფაკულტეტი);
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე;
** სამედიცინო წარმომადგენლად, მარკეტინგში ან გაყიდვების სამსახურში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა, პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობა;
** პუნქტუალობა, დროის მენეჯმენტი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი, კრეატიულობა.

სამუშაო პირობები:

** საგამოცდო პერიოდი: 3-6 თვე.
** ანაზღაურება: საწყისი ანაზღაურება შეთანხმების საფუძველზე, კონკურენტული, დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებზე; საგამოცდო პერიოდის შემდეგ ზრდადი ანაზღაურება ყოველთვიური და კვარტალური პრემიალური სისტემა დამოკიდებული იქნება გაყიდვების შედეგებზე.
** სოციალური პაკეტი (სატელეფონო, სატრანსპორტო ხარჯები, ჯანმრთელობის დაზღვევა)
** სასურველია საკუთარი ავტომანქანის ყოლა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ ელფოსტაზე: group.mc@yahoo.com. მეილის სათაურში (subject) მიუთითეთ რეგიონი სადაც გსურთ მუშაობის დაწყება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |